IDFI-ს განცხადება Россия сегодня-ს პროექტთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 13 ნოემბერი 2014

12 ნოემბერს რუსულმა გამოცემა „რია-ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო "როსია სეგოდნიას" ["Россия сегодня"] საინფორმაციო-ანალიტიკურმა რადიოსადგურმა Sputnik-მა. გამოცემის ინფორმაციით, გადაცემები ქართულენოვანი იქნება, საწყის ეტაპზე ოთხი საათი გავა ეთერში, თუმცა, მომავალში 24 საათიანი მაუწყებლობის განხორციელება იგეგმება.

 

Sputnik-ი თბილისის სამაუწყებლო ზონაში FM 101.4 სიხშირეზე გადაიცემა. ამ სიხშირის მფლობელი შპს „რ-რადიოა“, რომელიც ეთერში „რადიო მონტე კარლოს“ სახელით ვრცელდებოდა.


თავად „რადიო მონტე კარლოს“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „რ–რადიო“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიატია. იგი ფლობს სამაუწყებლო ლიცენზიას, ნომრით B104 (ძველი ნომერი: 562). ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა. ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა, რომელიც საინფორმაციო გადაცემების გავრცელების ვალდებულებას მოიცავს.


შპს „რ-რადიოს“ დირექტორი ქეთევან კერესელიძეა. აღსანიშნავია, რომ ქეთევან კერესელიძე 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებში ფიგურირებს, ის პარტიას 30 ათასი ლარით დაეხმარა. „რ-რადიოს“ 61.5%-ს შპს „საზოგადოება მედია ინვესტ“ ფლობს. 38.5% კი შპს „ხიტ ეფ ემ“-ის საკუთრებაშია. თავის მხრივ „ხიტ ეფ ემ“-ის მფლობელი ნოდარ დარსაველიძეა, „საზოგადოება მედია ინვესტი“ კი ვახტანგ მგელაძის საკუთრებაშია. მასვე ეკუთვნის კომპანიები შპს „ჯენერალ პრომოუშენი“, შპს „მედია პროდაქშენს“, შპს „გლობალ მედია“ და შპს „პრესის სახლი“.


შპს „რ-რადიოს“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს პროგრამული ბადე, რომლის მიხედვითაც, საინფორმაციო გამოშვება ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გადის. რია ნოვოსტისთან საუბარში რადიოსადგურის რედაქტორი ანტონ ლასხიშვილი ირწმუნება, რომ კონტენტი ქართულ ენაზე გადაიცემა და ის პროპაგანდისტული არ იქნება. 2014 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით (რადიო მონიტორინგის პერიოდი 14-17 საათები), FM 101.4 სიხშირეზე „მონტე კარლოს“ სახელით რუსულენოვანი პროგრამა გადაიცემა.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილებით, რადიოკომპანიას ლიცენზიის ვადა 2022 წლამდე გაუგრძელა.

სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას, გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ შპს „რ-რადიო“ ვალდებულია: „მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება, დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.“


"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, (მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე, შესწორება და უარყოფა) მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამავე კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, (პროგრამული შეზღუდვები) იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა. ასევე იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.


საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო პირობების შესაბამისად შპს „რ-რადიოს“ ვალდებულებები პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით განსაზღვრულია. მიუხედავად აღნიშნული რეგულირებისა, რუსულენოვანი "სპუტნიკის" კონტენტის ტრანზიტული მაუწყებლობის შემთხვევაში დასადგენია, თუ როგორ მოხდება პროგრამული პრიორიტეტების დაცვა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „რ-რადიოს“ სიხშირეზე სხვა კომპანიის კონტენტი გადაიცემა.


IDFI მოუწოდებს "რ-რადიოს", საკითხის მიმართ მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაასაჯაროვოს  კომპანიასა და "რია ნოვოსტის" შორის გაფორმებული ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია აგრეთვე, კომპანიამ გააკეთოს განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება სარედაქციო პრიორიტეტების დაცვის საკითხების კონტროლი, ასევე არასწორი ინფორმაციის კორექტირება და მისი უარყოფის გავრცელება.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024