IDFI-ს პროექტი ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების (OGP) მხარდასაჭერად

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 2 ივნისი 2017

IDFI და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს - „ელექტრონული მმართველობის ახალი ინიციატივები საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესასრულებლად“. პროექტს აქვს ორი კომპონენტი და ითვალისწინებს როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერას OGP-ს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაში. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.


პროექტი მთლიანად არის ფოკუსირებული ელექტრონული მმართველობის მექანიზმების განვითარებაზე და მის ფარგლებში ხდება OGP-ს მხოლოდ იმ ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა, რომელიც ელ-მმართველობის კომპონენტებთან არის დაკავშირებული.


IDFI-სთან ერთად, პროექტს ახორციელებს ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (e-Governance Academy), რომელიც ესტონეთში ელ-მმართველობის განვითარებაზე მომუშავე ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაციაა. ესტონეთი ელ-მმართველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რაზეც უკანასკნელ წლებში გატარებული არაერთი რეფორმა მეტყველებს.


ამ პროექტის ფარგლებში IDFI და eGA ერთობლივად ეხმარებიან საქართველოს სხვადასხვა დაწესებულებებს იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომელიც მათ OGP-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღეს. კერძოდ, პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა ბათუმის, ახალციხის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული მოდულის შექმნაში. აღნიშნული მექანიზმების დანერგვისთვის IDFI-მ მოამზადა შეფასება ბათუმის, ქუთაისის და ახალციხის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების და ხარისხის შესახებ. კვლევის მიგნებების გათვალისწინებით eGA-მ დაიწყო ესტონეთში არსებული VOLIS სისტემის დანერგვა ყველა პარტნიორ მუნიციპალიტეტში. ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერის გარდა, აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმით ჩართულობას. ამასთანავე, სისტემა ქმნის გამჭვირვალე ელექტრონულ სივრცეს, სადაც საკრებულოს წევრების გარდა, მონაწილეობა და პროცესების დაკვირვება შესაძლებელია ყველა დარეგისტრირებული მოქალაქისთვის.


სისტემის დანერგვისთვის, 16 მაისს ქობულეთში, სასტუმრო ჯორჯიან პალას ჰოტელში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ბათუმის, ქუთაისის და ახალციხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ესტონეთის ელ-მმართველობის აკადემიის თანამშრომლებმა ჩაუტარეს ტრეინინგი სისტემის ადმინისტრირების საკითხებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოების და აღმასრულებელი ორგანოების საზოგადოებასთან ურთიერთობის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტების და ტექნიკური დეპარტამენტების წარმომადგენლები.


პრაქტიკულ ტრეინინგს წინ უძღვოდა 2017 წლის 1-3 მარტს გამართული რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იყო ელექტრონული მმართველობის მნიშვნელობა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებები. შეხვედრები, რომელიც ბათუმში, ახალციხეში და ქუთაისში გაიმართა ძირითადად ეთმობოდა ესტონეთში არსებული გამოცდილების გაზიარებას და OGP-ში ელ-მმართველობის მნიშვნელობას. ამასთანავე, IDFI-მ მოახდინა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი იმ ვებ-გვერდების პრეზენტაცია, რომელთა მსგავსი ვებ პორტალის დანერგვაც დაგეგმილია ქუთაისის, ბათუმის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული ვებ-გვერდები აღჭურვილია ელექტრონული ჩართულობის და ელ-გამჭვირვალობის თანამედროვე მექანიზმებით და ეფუძნება მუნიციპალურ პორტალებთან დაკავშირებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას. პროექტის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ვებგვერდების დანერგვა დაგეგმილია 2017 წლის დეკემბრისთვის.


აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის მექანიზმების განვითარებისთვის, რადგან ის მხარს უჭერს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაში მონაწილე იმ ადგილობრივ დაწესებულებებს, რომლებიც პირველად არიან წარმოდგენილი OGP-ში საკუთარი ვალდებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ OGP-ს და მისი ინსტრუმენტების ადგილობრივ დონეზე გავრცელება სიახლეს წარმოადგენს, აუცილებელია მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და რესურსების და ცოდნის სათანადო მობილიზება.

 

OGP-ს ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა ცენტრალურ დონეზე

 

გარდა ადგილობრივ დონეზე არსებული ვალდებულებებისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI და eGA მხარს უჭერენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული მოდულის გაუმჯობესებაში. ამჟამად IDFI ახორციელებს არსებული მოდულის შეფასებას, რის შემდეგაც მოამზადებს ბიუჯეტის დაგეგმვის ახალი მოდულის კონცეფციას, სადაც გათვალისიწინებული იქნება არსებული საჭიროებები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. პროექტის ამ კომპონენტის განხორციელებისთვის IDFI-მ 1 მაისს სამუშაო შეხვედრა გამართა ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ბიუჯეტის დაგეგმვის არსებულ მოდული და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. სამომავლოდ დაგეგმილია ახალი მოდულის კონცეფციის მომზადება და ამ პროცესში ესტონური გამოცდილების გაზიარება.


IDFI და eGA ასევე გეგმავენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პაციენტის პორტალის გაუმჯობესებას. ფინანსთა სამინისტროს მსგავსად, მოხდება არსებული პორტალის შეფასება, მისი გაუმჯობესებისათვის კონცეფციის და ტექნიკური დავალების მომზადება. პროექტის ამ კომპონენტის ფარგლებში შევედრები უკვე გაიმართა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ხოლო კონცეფციის მომზადება დაგეგმილია 2018 წლის დასაწყისში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის ტრენინგი მონაცემთა ჟურნალისტებისთვის

15.10.2021

ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის

13.10.2021

სოციალურად დაუცველთა სტატისტიკა და არჩევნები 2019-2021

12.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021
განცხადებები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

27.09.2021

IDFI ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება

17.09.2021

IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

08.09.2021

ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა

31.08.2021
ბლოგპოსტები

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021

სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება

12.08.2021