IDFI-მ მედიის წარმომადგენლებისთვის ინტენსიური პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება ჩაატარა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 12 დეკემბერი 2023

2023 წლის 7-10 დეკემბრის პერიოდში, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს MATRA პროგრამის მხარდაჭერით, IDFI-მ ჩაატარა საჯარო ინფორმაციის უფლების პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება ჟურნალისტებისათვის. 

 

ღონისძიება ჩატარდა პროექტი „საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გაძლიერება და მხარდაჭერაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემურ სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან გამკლავების გზით. ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემური სამართლებრივი დაბრკოლებების შემცირება პროექტის ერთერთ ამოცანას წარმოადგენს.  

 

საჯარო ინფორმაციის უფლების პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლების მიზანი იყო ჟურნალისტთა მედეგობის გაძლიერება საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის მოპოვებაზე დადგენილი ხელოვნური დაბრკოლებების მიმართ.

 

სწავლების ფარგლებში განხილულ საკითხებს შორის იყო: საჯარო ინფორმაციის სამართლებრივი ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შემდგომ არსებული სამართლებრივი და “არასამართლებრივი” მეთოდები: დეტექცია, დოკუმენტაცია ან/და გასაჩივრება; SLAPP საქმეებში ჟურნალისტთა წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება; საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის განცხადებებზე რეაგირების თვალსაზრისით გამოვლენილი მნიშვნელოვანი ტენდენციები; ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის საჭიროება და სხვა.  სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა წარმატებით შეასრულეს, რეალურ გამოწვებზე დაყრდნობით შექმნილი პრაქტიკული სავარჯიშოები. 

 

4 დღიანი ინტენსიური კურსის ტრენერები მაია კოპალეიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, გიორგი დავითური, IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი, IDFI-ს კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი.

 

საჯარო ინფორმაციის უფლების პრაქტიკულ-სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებელი ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კერძოდ: სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, აჭარიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15 სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენელმა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024