თანამედროვე რუსული დეზინფორმაცია - IDFI-მ მარნეულის ამერიკულ კუთხეში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 19 მაისი 2022

2022 წლის 18 მაისს, მარნეულში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მარნეულის ამერიკული კუთხის ორგანიზებით საინფორმაციო ხასიათის მეორე შეხვედრა გამართა თემაზე - „საბჭოთა პროპაგანდა და ინფორმაციული ომი, როგორც მისი მემკვიდრეობა“.

 

აღნიშნულ შეხვედრას აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. საუბარი შეეხო საბჭოთა პროპაგანდასა და ინფორმაციულ ომს, საბჭოთა კავშირის განდიდებასა და თანამედროვე რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას, მოქალაქისა და მედიის პასუხისმგებლობას ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებით. ასევე განხილული იყო რუსეთის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან, მათ ენასა და სახელწოდებებთან მიმართებით.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე მოსწავლეებს ესაუბრა  საბჭოთა და თანამედროვე რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც  ცდილობს ღრმად გაიდგას ფესვები, განსაკუთრებით ეს თვალსაჩინოა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროპაგანდისა და დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხშირია ეთნიკური საკითხებით მანიპულირება, თუმცა ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი რუსული პროპაგანდა განკუთვნილია შიდა აუდიტორიისთვის და თითქმის აღარ გადის საერთაშორისო ბაზარზე, რუსი ექსპერტები კი უკვე პროკრემლისტურ არხებზეც კი ღიად საუბრობენ უკრაინის ერთიანობაზე, იმაზე რომ მათი ვარაუდები, მაგალითად,  ხარკოვისა და აღმოსავლეთ (რუსულენოვანი) უკრაინის კოლაბორაციონიზმის შესახებ არ გამართლდა.

 

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარი, რომლის მიზანიც იყო ნამდვილი ამბის  გარჩევა დეზინფორმაციული ნარატივისგან. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და გაიმართა დისკუსია რუსული პროპაგანდის მანკიერ მხარეებზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით.

 

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024