IDFI რეპრესირებულთა სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას ისევ მიმართავს

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 ივლისი 2021

2021 წლის 30 ივნისის წერილით, IDFI კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს,ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს, რათა საქართველოს მთავრობამ 2021 და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტებით უზრუნველყოს რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7-დან 44 ლარამდე გაზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცირედით, თუმცა, მაინც შეამსუბუქებს ასაკობრივ რისკ ჯგუფში მყოფ რეპრესირებულთა ოჯახის წევრების მძიმე ეკონომიკურ ვითარებას.

 

საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის განკუთვნილი, სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, თვეში 7 (შვიდი) ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია არათუ არ პასუხობს რეალურ საჭიროებებს, არამედ ეს ოდენობა არის სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ შევიწროებული და რეპრესირებული ადამიანების კიდევ მეტად შეურაცხმყოფელი და დამცინავი.

 

მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალი“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ვითხოვთ, რომ საყოფაცხოვრებო სუბსიდია გაიზარდოს 44 (ორმოცდაოთხ) ლარამდე (რითაც ეს ოდენობა გაუთანაბრდება იმ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, რომლითაც სარგებლობენ საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, 9 აპრილის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა), რაც იქნება იმ მინიმალური კომუნალური გადასახადების საპირწონე მაინც, რისი გადახდაც შეიძლება მოუწიოს დღეს საქართველოში ადამიანს.

 

მსგავსი მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორგანიზაციებმა 2020 წელს სამჯერ: 2020 წლის 24 ივნისს27 ივლისს. და 11 დეკემბერს მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

 

IDFI-მ აგრეთვე გამოაქვეყნა კვლევები - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება, რითაც შეისწავლა რეპრესირებულთა წინაშე მდგომი საჭიროებები, სამართლებრივი მექანიზმები, საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით და შესაბამისი სტატისტიკა.

 

უნდა აღინიშნოს ერთი ძალიან სამწუხარო რეალობა: 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოში იყო 20,775 პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, რომელთა რაოდენობა 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ბუნებრივი კლების გამო, განახევრდა (მოსარგებლედ დარჩა 10,451 პირი).

 

2019 წლის დეკემბრიდან - 2020 წლის დეკემბრამდე კი, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლე რეპრესირებულთა რაოდენობა 1 წელში კიდევ 700 ადამიანით შემცირდა და 2020 წლის დეკემბერს შეადგინა 9,751 ადამიანი.

 

ზემოაღნიშნული კლებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბრის თვიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 44 ლარამდე გათანაბრების შემთხვევაში (რითაც სარგებლობენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, 9 აპრილის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა), 2021 წლის მთლიანი ხარჯი განისაზღვრება დაახლოებით 2,13 მილიონი ლარით (ზრდა 1,35 მილიონი ლარი - იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება ზრდა სექტემბრის თვიდან), ხოლო 2022 წლის ხარჯი - 4,57 მილიონი ლარით (დაგეგმილთან შედარებით ზრდა 3,85 მილიონი ლარი).

 

/public/upload/IDFI/IDFI/2021-letters.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?

18.10.2024

OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეაჩერა

17.10.2024
განცხადებები

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024