IDFI -ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ითანამშრომლებს

სიახლეები | მემორანდუმები 13 დეკემბერი 2011

2011 წლის 7 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტსა და სსიპ- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


თანამშრომლობის მიზანია საარქივო საქმის განვითარების, არქივების გახსნილობის, არქივების მოდერნიზება-დიგიტალიზაცია და საქართველოში დაცული საარქივო მასალების  საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ერთობლივი საქმიანობა.


დასახული მიზნების წარმატებით განხორციელების მიზნით მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ერთობლივი პუბლიკაციების, კვლევების, წიგნების გამოცემა, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება.


ამ მიმართულებით IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო  სამმართველოსთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს.
განხორციელდა პროექტი „გამჭვირვალე არქივები“, მოეწყო საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებლის პრეზენტაცია, ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც დამსწრე საზოგადოება გაეცნო  საარქივო მასალებს 1956  წლის 5-9 მარტს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ამ ეტაპზე, ერთობლივად მიმდინარეობს მუშობა პროექტზე „სტალინის სიები საქართველოზე“, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ წიგნის გამოცემა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის“ დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

/public/upload/IDFI/archive.pdf


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024