IDFI-მ განმეორებით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ

სიახლეები 27 იანვარი 2011
IDFI-მ განმეორებით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ. გამოთხოვნილ იქნა საჯარო ინფორმაცია რომლის მოთხოვნზეც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პასუხი ვერ მიიღო კერძოდ:
 
1.საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, მისი მოადგილეების, პრეზიდენტის მრჩევლების, სამსახურის უფროსების და სამმართველოს უფროსების, პრეზიდენტის პრესსამსახურის და სამდივნოს, პრეზიდენტის თანაშემწეების თანამდებობრივ სარგოებზე(ცალ-ცალკე), სახელფასო  დანამატებზე  და  პრემიებზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებზე   ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა  2009/ 2010 წწ  განმავლობაში თვეების მიხედვით(ცალ-ცალკე).
 
2.პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა სია  თანამდებობების მიხედვით და  თითოეულის  თანამდებობრივ სარგოებზე(ცალ-ცალკე)  ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა  2009/ 2010 წწ  განმავლობაში.
 
3.ინფორმაცია  ავტოპარკის შესახებ :
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალურად გადანაწილება საქართველოს პრეზიდენტზე და ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე (ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, პრეზიდენტის მრჩევლები, სამსახურის უფროსები და სამმართველოს უფროსები, პრეზიდენტის პრესსამსახური და სამდივნო, პრეზიდენტის თანაშემწეები) მათ შორის ავტომანქანის მოდელი და საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი (მათ შორის საწვავის ტიპი) 2009/2010 წწ განმავლობაში. თითოეული თანამდებობის პირის სამსახურის ავტომანქანებით მომსახურებაზე (შეკეთება,ცვეთა) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
 
4.ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ:
ზემოაღნიშნული პირების (ცალ-ცალკე)  სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილურ  ტელეფონებზე) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში. აგრეთვე, მობილური  ტელეფონებისა და ავტომანქანების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში
 
5.2010 წლის ოქტომბრის მდგომარეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციის  ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალი და თითოეულის  ღირებულება.
 
6.2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპეტენციის სფეროში  განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების  ჩამონათვალი.
 
7.2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ  გამოცხადებული ტენდერებისა და განხორციელებული შესყიდვების სრული ჩამონათვალი.
 
8.2010 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის  მიერ ჩატარებული კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების სრული სია.
 
9.პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2009-2010 წწ. ბიუჯეტი თვიური ან/და  კვარტლური ხარჯთაღრიცხვით, მ.შ., 2009-2010 წწ. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გთხოვთ ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ კვარტლების ან/და თვეების მიხედვით (თანახმად „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 47.1 მუხლისა).
 
10.პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2009 წლის მთლიანად და 2010წლის 1 იანვირდან დღემდე სარეზერვო ფონდების ხარჯთაღრიცხვა (მათ შორის,სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული სახელმწიფო პროექტებისა და პროგრამების ჩამონათვალი).
 
წერილის გაგზავნის თარიღი: 23/12/2010
პასუხის მიღების თარიღი: 06/01/2011
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022