IDFI ფინელ და მოლდოველ სტუდენტებს შეხვდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მაისი 2015

13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში IDFI-მ მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრაში.


შეხვედრა თბილისში ერთკვირიანი სწავლების კურსის ფარგლებში ხორციელდებოდა ბელორუსი, ფინელი და ქართველი სტუდენტებისთვის. ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, კორუფცია, რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობები, დემოკრატიული ინსტიტუტები, და სხვა სტუდენტები ვრცელ ნაშრომებს ამზადებენ. იმისათვის, რომ მათ ჰქნოდათ საშუალება აღნიშნულ თემებზე ინდივიდუალურად დაესვათ კითხვები და მიეღოთ საჭირო ინფორმაცია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან, შეხვედრაზე ხუთი სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მიწვეული, მათ შორის IDFI.


ორგანიზაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებით დაკომპლექტებულ 6 ჯგუფს თავისი საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ, გააცვნეს კვლევა - „საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში“ , რომელიც IDFI-მ 2013 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. მოკლედ წარუდგინეს აბორტების სტატისტიკის შედეგები, რომელთა შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ინსტიტუტმა ახლახანს მიიღო.


ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას სტუდენტები დაინტერესდნენ კვლევით - „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“, რომელზეც ინფორმაცია მათ უკვე ჰქონდათ.


შეხვედრა Coffee Meeting-ის ფორმატში მიმდინარეობდა, რომელიც ახალ უმაღლეს სასწავლო-საგანმანათლებლო ფორმატად მიიჩნევა და სადაც სტუდენტები ინტერვიუს რეჟიმში საუბრობენ მათთვის საინტერესო წყაროებთან.


შეხვედრა ორგანზებული იყო ჰელსინკის უნივერსიტეტისა და ბალტიის ზღვისპირა რეგიონის კავკასიური ქსელის მიერ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024