IDFI-მ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

სიახლეები | ტრენინგები 28 იანვარი 2016

ოთხშაბათს, 27 იანვარს, IDFI-მ “საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში” პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობენ.


პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შეიქმნას პლატფორმა საჯარო-კერძო დიალოგისთვის, რომელიც შეაფასებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხს. G4G გააძლიერებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის შესაძლებლობებს, რომ მხარეებმა ეფექტურად ითანამშრომლონ რეფორმებზე ჩართულობისა და კონსულტაციების პროცესის საშუალებით.


IDFI-ის ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო პროექტის მიზნები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის არსი და მნიშვნელობა. თამარმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროცესში ხელისუფლების ჩართულობის გაზრდა და ადვოკატირების გაძლიერება.


IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ტრენინგის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის აქტიურობა საკანონმდებლო საკითხების, კანონპროექტების განხილვის დროს ხელს უწყობს სამოქალაქო სექტორის გაერთიანებასა და პრიორიტეტული საკითხების წარმოჩენას მთავრობისათვის. ტრენინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

 

ტრენინგის მონაწილეებს ,,კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის (PPD)’’-ს ზუსტი მნიშვნელობა გააცნო ინსტიტუტის მიერ ტრენინგზე მოწვეულმა მკვლევარმა, ბატონმა ირაკლი ხმალაძემ. მას აქვს ექსპერტად მუშაობის დიდი გამოცდილება საჯარო ფინანსების მართვისა და ინსტიტუციონალურ განვითარებაში, უწევს კონსულტაციას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. მან მონაწილეებს გააცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მთავარი პრინციპები და ამ სფეროში საქართველოს გამოცდილება.


ტრენინგის დასკვნით სესიაზე განხილულ იქნა სამოქალაქო ჩართულობის ეტაპები და მექანიზმები, არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. მონაწილეებმა ტრენინგის მიმდინარეობისას მიღებული ინფორმაციის გამოყენება სიმულაციურ სავარჯიშოში შეძლეს, რომელმაც უფრო მწვავედ წარმოაჩინა ამ საკითხის პრობლემურობა და ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობა.


პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის კულტურის ჩამოყალიბებასა და მის აუცილებლობის მნიშვნელობას.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024