IDFI-მ უნივერსიტეტებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია

სიახლეები 27 იანვარი 2011
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს  გაუგზავნა წერილები  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. გამოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:
 
1.უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობრივი სარგოს და პრემიის ოდენობა 2009/2010 წლების განმავლობაში თვეების მიხედვით. 
2.თანამშრომელთა სია და თითოეული თანამშრომლის ხელფასებზე, პრემიებზე და ჯილდოებზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წლებში თვეების მიხედვით.
3.თითოეული თანამშრომლის  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე დახარჯული თანხები თვეების მიხედვით 2009/2010 წლების განმავლობაში ცალ-ცალკე (როგორც საბიუჯეტო ასევე სპეციალური და გრანტული დაფინანსებიდან).
4.ინფორმაცია უნივერსიტეტის ავტოპარკის შესახებ: უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალურად გადანაწილება თანამდებობის პირებზე და  სხვა თანამშრომლებზე (მათ შორის ავტომანქანის მოდელი). 
5.უნივერსიტეტის რექტორის და სხვა თანამშრომელთა სამსახურებრივი ავრტომანქანებზე გამყოფილი საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი (მათ შორის საწვავის ტიპი) 2009/2010 წწ განმავლობაში. 
6.უნივერსიტეტის რექტორის და სხვა  თანამშრომელთა მიერ (თითოეულის ცალ-ცალკე) სამსახურის ავტომანქანებით მომსახურებაზე (შეკეთება, ცვეთა) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
7.ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ: რექტორის და სხვა  თანამშრომელთა (ცალ-ცალკე)  სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილურ  ტელეფონებზე) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
8.უნივერსიტეტის თანამშრომელთა მობილური  ტელეფონების შესყიდვაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა  2009/2010 წლების განმავლობაში.
9.ავტომანქანების შესყიდვაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
10.უნივერსიტეტის  2009-2010 წწ. ბიუჯეტი, კვარტლური ხარჯთაღრიცხვით. მ.შ., 2009-2010 წწ. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.2009/2010 წლებში უნივერსიტეტის მიერ  განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების  ჩამონათვალი.
12.დღევანდელი  მდგომარეობით უნივერსიტეტის  ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალი და თითოეულის  ღირებულება.
13.2009/2010 წლებში უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების სრული სია. 
14.ღონისძიებებზე დახარჯული თანხები 2009/2010 წლებში.
 
 წერილის გაგზავნის თარიღი:  27/12/2010
 პასუხის მიღების თარიღი: 10/12/2011
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024