„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუგზავნა წერილები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. გამოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:
1.უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობრივი სარგოს და პრემიის ოდენობა 2009/2010 წლების განმავლობაში თვეების მიხედვით.
2.თანამშრომელთა სია და თითოეული თანამშრომლის ხელფასებზე, პრემიებზე და ჯილდოებზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წლებში თვეების მიხედვით.
3.თითოეული თანამშრომლის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე დახარჯული თანხები თვეების მიხედვით 2009/2010 წლების განმავლობაში ცალ-ცალკე (როგორც საბიუჯეტო ასევე სპეციალური და გრანტული დაფინანსებიდან).
4.ინფორმაცია უნივერსიტეტის ავტოპარკის შესახებ: უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალურად გადანაწილება თანამდებობის პირებზე და სხვა თანამშრომლებზე (მათ შორის ავტომანქანის მოდელი).
5.უნივერსიტეტის რექტორის და სხვა თანამშრომელთა სამსახურებრივი ავრტომანქანებზე გამყოფილი საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი (მათ შორის საწვავის ტიპი) 2009/2010 წწ განმავლობაში.
6.უნივერსიტეტის რექტორის და სხვა თანამშრომელთა მიერ (თითოეულის ცალ-ცალკე) სამსახურის ავტომანქანებით მომსახურებაზე (შეკეთება, ცვეთა) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
7.ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ: რექტორის და სხვა თანამშრომელთა (ცალ-ცალკე) სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილურ ტელეფონებზე) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
8.უნივერსიტეტის თანამშრომელთა მობილური ტელეფონების შესყიდვაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2009/2010 წლების განმავლობაში.
9.ავტომანქანების შესყიდვაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
10.უნივერსიტეტის 2009-2010 წწ. ბიუჯეტი, კვარტლური ხარჯთაღრიცხვით. მ.შ., 2009-2010 წწ. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.2009/2010 წლებში უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ჩამონათვალი.
12.დღევანდელი მდგომარეობით უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალი და თითოეულის ღირებულება.
13.2009/2010 წლებში უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების სრული სია.
14.ღონისძიებებზე დახარჯული თანხები 2009/2010 წლებში.
წერილის გაგზავნის თარიღი: 27/12/2010
პასუხის მიღების თარიღი: 10/12/2011