IDFI-ს წარმომადგენლებმა კიევში გამართულ კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს

სიახლეები 2 ოქტომბერი 2014

IDFI-ს წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს კიევში გამართულ კონფერენციაში Agenda for Change, რომელიც ევრაზიაში ციფრული მედიის განვითარებას ეხებოდა. კონფერენციის მიზანი იყო მონაწილეებს ესაუბრათ დამოუკიდებელი მედიის განვითარების გზებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ორი მთავარი თემა ჰქონდა: ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მედიაზე კონტროლის გაზრდა ავტორიტარულ სახელმწიფოებში. ასევე, აქტიურად განიხილა ბაზარზე ოპერატორების მონოპოლია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა.


ფორუმი 23 სექტემბერს გაიხსნა და სხვა მონაწილეებთან ერთად IDFI-ს ანალიტიკოსმა თამარ იაკობიძემ და მედიისა და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.


უჩა სეთურმა მონაწილეობა მიიღო მაუწყებლებსა და ოპერატორებს შორის გამართულ დისკუსიაში, სადაც მიმოიხილა ქართული სამაუწყებლო ბაზარი, გააცნო დამსწრეებს საქართველოს გამოცდილება და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია. ციფრული მაუწყებლების ქსელის ოპერატორების და მაუწყებელების ურთიერთკავშირის და დაშვების პრობლემების საკითხის შეფასებისას წარმოდგენილი იყო ის რეგულაციები, რომელიც აზღვევს მაუწყებლების გავრცელების რისკებს გაციფრულების შემდგომ.

 

უჩა სეთურმა თავის მეორე პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა გაციფრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხზე და წარმოადგინა საქართველოს საინფორმაციო კამპანიის სტრატეგია, რომელიც მოიცავს 24 საათიანი ცხელი ხაზის უზრუნველყოფას, სპეციალური ვებ-გვერდის შექმნას, სახელმძღვანელოების პრეზენტაციებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს. უჩა სეთურმა წარმოადგინა რეკომენდაციები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და განმარტა IDFI-ს როლი ამ პროცესში. მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მომზადდეს საზოგადოება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. 

თამარ იაკობიძემ ინტერნეტის თავისუფლებაზე, პირადი ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე და ამ კუთხით სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებზე ისაუბრა. ამ აქტივობებს შორის არის ვებ-გვერდი Freedomtointernet.com რომელიც საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (მათ შორის IDFI-ს) საერთო პლატფორმაა.

 

უკრაინის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

 

უკრაინაში წლიურად ერთ მაყურებელზე მხოლოდ 10$ ღირებულების სარეკლამო საშუალება იხარჯება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ამ მხრივ უკრაინა ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად შეიძლება მივიჩნიოთ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს თანხა უკრაინის მაჩვენებელს დიდად არ აღემატება და 19 ლარს, ანუ 12$ შეადგენს (74 000 000/4 000 000)

უკრაინამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი 2016 წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.

კონფერენციაზე დამოუკიდებელ მაუწყებელთა თავმჯდომარე ტატიანა ლებედევამ ხაზი გაუსვა აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ არ დაწყებულა მოქალაქეთა ინფორმირების პროცესი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის დაგეგმილი ცვლილების შესახებ. 

საქართველოს გაციფრულების სტრატეგია და არსებული პრაქტიკა შეფასდა როგორც საუკეთესო აღმოსავლეთ თანამშრომლობის ქვეყნების ანალოგურ პრაქტიკასთან მიმართებით

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024