IDFI ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 21 ივლისი 2016

IDFI ექვს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის დასახელდა. შეფასებითი კვლევის ავტორია ორგანიზაცია Transparify, რომელიც უკვე მესამე წელია აქვეყნებს შედეგების შემცველ ანგარიშებს.


საინფორმაციო საშუალებები Transparify-ს კვლევით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ. ტელეკომპანია მაესტრო საინფორმაციო გადაცემა კონტაქტში ვრცლად საუბრობს აღნიშნული კვლევის შედეგებზე, მათ მნიშვნელობასა და დატვირთვაზე. მაესტროსთან საუბრისას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ თავად IDFI ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობს, შესაბამისად ‘’შეუძლებელია საჯარო დაწესებულებებს მოსთხოვო ამ პრინციპების დაცვა, თუ თავად არ ხარ გამჭვირვალე.’


კვლევას და მის შედეგებს ასევე ეხმაურება რუსთავი ორის საინფორმაციო გამოშვება კურიერი, სადაც ანგარიშში ასახულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის შეფასებაზე, მათ მიერ მიღწეულ შედეგებზე საუბრობს საინფორმაციო გადაცემა მოამბე I არხზე.


აღნიშნული კვლევით ბეჭდური მედიაც დაინტერესდა. მის შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს მესინჯერი, სადაც საუბრობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ შედეგებზე.

 

Transparify-ს ანგარიშს ეხმაურება საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალები www.interpressnews.ge და www.ipress.ge, იგი უცვლელად აქვეყნებს ინფორმაციას კვლევის შედეგების შესახებ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024