IDFI ექვს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის დასახელდა. შეფასებითი კვლევის ავტორია ორგანიზაცია Transparify, რომელიც უკვე მესამე წელია აქვეყნებს შედეგების შემცველ ანგარიშებს.
საინფორმაციო საშუალებები Transparify-ს კვლევით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ. ტელეკომპანია მაესტრო საინფორმაციო გადაცემა კონტაქტში ვრცლად საუბრობს აღნიშნული კვლევის შედეგებზე, მათ მნიშვნელობასა და დატვირთვაზე. მაესტროსთან საუბრისას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ თავად IDFI ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობს, შესაბამისად ‘’შეუძლებელია საჯარო დაწესებულებებს მოსთხოვო ამ პრინციპების დაცვა, თუ თავად არ ხარ გამჭვირვალე.’
კვლევას და მის შედეგებს ასევე ეხმაურება რუსთავი ორის საინფორმაციო გამოშვება კურიერი, სადაც ანგარიშში ასახულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის შეფასებაზე, მათ მიერ მიღწეულ შედეგებზე საუბრობს საინფორმაციო გადაცემა მოამბე I არხზე.
აღნიშნული კვლევით ბეჭდური მედიაც დაინტერესდა. მის შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს მესინჯერი, სადაც საუბრობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ შედეგებზე.
Transparify-ს ანგარიშს ეხმაურება საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალები www.interpressnews.ge და www.ipress.ge, იგი უცვლელად აქვეყნებს ინფორმაციას კვლევის შედეგების შესახებ.