უქმე დღეები ევროპასა და საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 4 ივლისი 2017

ავტორი: გიორგი ხატიაშვილი

 

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შემოთავაზებული კანონპროექტით, უკრაინაში არსებული 11 უქმე დღის 9-მდე შემცირება იგეგმება. უქმდება 1-2 მაისი, 8 მარტის მაგივრად, 9 მარტს შევჩენკოს დღე აღინიშნება, 9 მაისის მაგივრად კი დაგემილია 8 მაისს ხსოვნისა და შერიგების დღის დაწესება, ხოლო სულთმოფენობის შემდგომი ორშაბათის მაგივრად, სექტემბერში ოჯახის დღე აღინიშნება. ამ ვითარებაში უკრაინულმა ინტერნეტ პორტალმა Bird in Flight-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა თუ რამდენს ისვენებენ ევროპასა [1] და მსოფლიოში. IDFI-მ საინტერესოდ ჩათვალა ამ სტატისტიკის ქართული კონტექსტისთვის მისადაგება, მითუმეტეს საზოგადოებას ახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ გამართული დებატები, კიდევ ერთი უქმე დღის შემოღების თაობაზე.


ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა - 7 დღე ნიდერლანდების სამეფოს. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა 18 უქმე დღით, ხოლო მექსიკაში მხოლოდ 7 დღეს ისვენებენ.


1 იანვარი ყველა ევროპულ ქვეყანაში უქმე დღეა, ალბანეთში, მონტენეგროში, რუმინეთსა და სლოვენიაში 2-ში, ხოლო სერბეთში 2 და 3 იანვარსაც ისვენებენ. რუსეთში საახალწლო არდადეგები იანვრის მთელ პირველ კვირას გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში და ლატვიაში 31 დეკემბერიც უქმე დღეა. რუსეთი და ბელარუსი ორად ორი ქვეყანაა ევროპაში, სადაც არც წითელი პარასკევი და არც აღდგომის შემდგომი ორშაბათი უქმე დღეებია არაა [2] . მხოლოდ წითელ პარასკევს ისვენებენ ესტონეთი, პორტუგალია და მალტა, ხოლო კვიპროსში და ნორვეგიაში დიდი ხუთშაბათიც უქმე დღეა.


ნიდერლანდების და დანიის გარდა 1 მაისი ყველა ევროპულ ქვეყანაში უქმე დღეა. ქვეყნების უმეტესობა აღნიშნავს შრომის დღეს თუმცა კვიპროსი, სლოვენია, მონტენეგრო, ჩეხეთი, სერბეთი ფინეთი და ირლანდია აღნიშნავენ გაზაფხულის დადგომას. რუსეთში შრომის დღე და გაზაფხულის დადგომა ერთიანად აღინიშნება. 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, მხოლოდ რუსეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში გამოცხადებულია დასვენების დღედ. აგრეთვე ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა სადაც 7 ნოემბერი - ოქტომბრის რევოლუციის დღე, უქმეა. 7 იანვარს შობის დღესასწაული უქმეა რუსეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინასა და ბელარუსში. აგრეთვე ბელარუსში და მოლდოვაში 25 დეკემბერიც დასვენებაა.


საინტერესოა რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. საქართველოს შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით), ესენია:


- 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;


- 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;


- 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;


- 3 მარტი – დედის დღე;


- 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;


- 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;


- სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);


- 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;


- 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;


- 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;


- 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);


- 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;


- 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.


თუ უკრაინული საიტის მეთოდოლოგიას დავეყრდნობით და აღდგომის შაბათ-კვირას არ მივათვლით უქმე დღეებს, გამოდის რომ საქართველოში 15 უქმე დღეა. ამ რიცხვით საქართველო ევროპის ლიდერი გამოდის სლოვაკეთთან ერთად. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2017 წლის 15 მარტს მხარი დაუჭირა ინიციატივას 12 აგვისტოს - დიდგორის ბრძოლის დღე -“საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. ამ შემოთავაზების კანონად მიღების შემთხვევაში, საქართველო სლოვაკეთს გაასწრებს უქმე დღეების რაოდენობით და ევროპაში პირველი გახდება, ხოლო მსოფლიოში არგენტინისა და იაპონიის მაჩვენებელს გაუტოლდება.


ასევე საინტერესოა საერო და სასულიერო დღესასწაულების თანაფარდობა. დანიას 10 დღესასწაულიდან, მხოლოდ ერთი საერო დღესასწაული აქვს, რუსეთს პირიქით: 12 დღესასწაულიდან, მხოლოდ ერთია რელიგიური. ესტონეთს, მალტას, პორტუგალიასა და რუმინეთს თანაბარი რაოდენობის საერო და რელიგიური დღესასწაულია აქვთ. იმ ქვეყნებს შორის სადაც რელიგიური დღესასწაულები სჭარბობენ საეროს არიან: ავსტრია, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. ხოლო ალბანეთში, სლოვენიაში, სერბეთში, ბელარუსში, უკრაინასა და მოლდოვაში საერო დღესასწაულები რელიგიურს სჭარბობს. საქართველოში 15 დღესასწაულიდან 7 საეროა, ხოლო 8 საეკლესიო.

 

 

 

[1] საგულისხმოა რომ მონაცემები არასრულია, რადგან ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში არაა მაგალითისთვის ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

[2] ვინაიდან თავად აღდგომა ყოველთვის კვირას ემთხვევა, სტატიის ავტორებს ის და არ მისი წინა შაბათი ცალკე უქმე დღეებში არ ჩაუთვლიათ. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024