სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 2

პროექტები | დასრულებული პროექტები 11 მაისი 2022

 

პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 2

დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID

ბიუჯეტი: 47,310 ლარი

ხანგრძლივობა: 02.05.2022 -  26.07.2022

 

დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით. ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას.

 

გორის იდენტობა, რომელიც ასე არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას წარმოიდგინონ თავიანთი რეგიონის განსხვავებული პოზიციონირება ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიული საშუალება. პროექტის მიდგომა არის არა მხოლოდ იდეის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობამდე, არამედ, მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვა.

 

შედეგად, შეიქმნება ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან. მასალების შექმნასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივი ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (მაგ. დევნილები) ჩაერთვებიან და ინფორმირებულნი იქნებიან პროექტის შემუშავების შესახებ, რაც მათი ქალაქის ისტორიულ იდენტობას მათთვის აქტუალურს გახდის.

 

პროექტის მეორე ეტაპზე, შეიქმნება მოკლე ისტორიები კვლევაზე დაფუძნებული მასალის გამოყენებით. გარდა ამისა, ვიზუალური მასალები ჩართული იქნება მოკლე ინფოგრაფიკულ ვიდეოებში, რომელიც დაფუძნებულია ისტორიებსა და საარქივო კვლევებზე. პროექტის მეორე ეტაპი უზრუნველყოფს მასალებს, რომლებიც შემდეგ დაიბეჭდება და განთავსდება ქალაქის ირგვლივ, მონიშნული იქნება QR კოდებით. ონლაინ და ფიზიკური სივრცეები მიზნად, ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს შორის, ქალაქის/რეგიონის ალტერნატიული და ზოგჯერ მივიწყებული ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს.

 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.

 

პროექტის პროდუქტი იქნება მდგრადი, რადგან ფიზიკური რუკა გავრცელდება საჯაროდ და ასევე იქნება ციფრული რუკაც. პროდუქტი (ფიზიკური სახით ქალაქის მასშტაბით და ონლაინ ფორმატში) ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება ტურისტული ჯგუფებისთვის, ადგილობრივი მასწავლებლებისთვის და საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის.

 

როექტის მიზნები

 

- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და  სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;

 

- ახალი იდენტობის რუკა და ნარატივები ზეგავლენას ახდენენ ისტორიებზე, რომლებიც მოთხრობილია რეგიონის შესახებ. ქალაქის  სხვდასხვა ლოკაცია გახდება  ქალაქის ალტერნატიულ ისტორიაზე დიალოგის ამოსავალი წერტილი

 

- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;

 

- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში;

 

- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა;

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- შიდა ქართლისა და მისი მცხოვრებთა ისტორიის, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ადგილების კვლევა;

 

- ისტორიულ და სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით მოთხრობების შედგენა;

 

- ადგილობრივი რესპონდენტების ჩაწერა და მათზე დაყრდნობით მოკლე ვიდეოების და ინფოგრაფიკის შექმნა

 

- ადგილობრივ საზოგადოებასთან შეხვედრების/დისკუსიების გამართვა გამოვლენილი ისტორიების/ადგილების შესახებ;

 

- ონლაინ  პლატფორმის  შექმნა;

 

- ქალაქში შესაბამისი ლოკაციების იდენტიფიცირება;

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024