სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა რადიო თავისუფლების სათავო ოფისს

განცხადებები 2 თებერვალი 2018

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რადიო თავისუფლების მენეჯმენტს ღია წერილს უგზავნიან, სადაც ქართული სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ. 

 

1 თებერვალი, 2018

თომას კენტს, რადიო თავისუფლების პრეზიდენტს

ნენად პეჯიკს, რადიო თავისუფლების ვიცე-პრეზიდენტს

 

ბატონო პრეზიდენტო,

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო,

 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო დროს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ქართული სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან დავით კაკაბაძის გათავისუფლებამ რადიო თავისუფლების ერთგულ აუდიტორიას კითხვები გაუჩინა. თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის მარინა ვაშაყმაძის მიერ თანამდებობის დატოვებამ კიდევ უფრო გაამწვავა წუხილი იმის თაობაზე, რომ მმართველ რგოლსა და ქართული სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი უმნიშვნელო შიდა დავას სცდება და შესაძლოა, უფრო ღრმა საფუძველი ჰქონდეს.    

 

რადიო თავისუფლების მენეჯმენტს არ გამოუქვეყნებია ოფიციალური განცხადება კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ან კონფლიქტის თაობაზე. 25 იანვარს საქართველოს მოქალაქეებმა ქართული სამსახურის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი. ამას გარდა, მწერლებმა, მუსიკოსებმა, გამომცემლებმა, მსახიობებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა მაუწყებლის მმართველთა  საბჭოს ღია წერილით მიმართეს. ცალსახააა, რომ ამ საკითხის მიმართ სერიოზული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

 

გვესმის, რომ ჟურნალისტები კონფიდენციალობის შესაბამის რეგულაციებს იცავენ და შიდა საკითხებს საჯაროდ არ განიხილავენ, მაგრამ მოგმართავთ თხოვნით რადიო თავისუფლების მენეჯმენტს, რომ ნათელი მოფინოს საკითხს და დაინტერესებულ საზოგადოებას ღიად და გამჭვირვალედ მიაწოდოს ინფორმაცია კონფლიქტის არსის და რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მომავლის შესახებ.

 

ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რადიო თავისუფლების ორი სატელევიზიო გადაცემის შეწყვეტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვენ აღნიშნეთ: „ორივე გადაცემამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს საზოგადოებრივ დისკურსში და პოლიტიკურ განვითარებაში." ჩვენ ახლა სწორედ ამ ორი პოპულარული გადაცემის ბედი გვაღელვებს. ჩვენთვის, როგორც ერთგული მაყურებლებისთვის, გაურკვეველია გაგრძელდება თუ არა გიორგი გვახარიას „ანარეკლები" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. კიდევ უფრო გაურკვეველია, თუ რატომ არ დაიწყო სალომე ასათიანის გადაცემა მაშინ, როცა დონორის დაფინანსება უკვე არსებობს და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც მზადაა მის ეთერში გასაშვებად.

 

ყალბი ახალი ამბების და ჰიბრიდული ომების ეპოქაში, ხარისხიანი ჟურნალისტიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ბევრი ჩვენგანისთვის რადიო თავისუფლების  ქართულენოვანი პროდუქტი უმაღლესი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის მაგალითია. 

       

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური და მისი ადგილობრივი ბიურო  მუდამ ცდილობდა ინოვაციების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში, იქნებოდა ეს ბლოგების გამოქვეყნება, მობილური ტელეფონით რეპორტინიგი თუ მულტიმედია ფორმატების ათვისება.

 

ვიმედოვნებთ, რადიო თავისუფლების მენეჯმენტი დაგვარწმუნებს იმაში, რომ ამ პროფესიონალთა გუნდის მიერ წარმოებული ჟურნალისტიკა კვლავ მოთხოვნადია.

 

პატივისცემით,

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  

 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის

 

ლიბერალური აკადემია- თბილისი

 

მედიაკლუბი

 

მცირე და საშუალო ტელეკომის ოპერატორების ასოციაცია

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

 

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო"

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ რეპრესიულ ცვლილებებზე

20.03.2025

მედიის თავისუფლება და მიტაცებული ინსტიტუტები საქართველოში - პარალელური ღონისძება ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრის ფარგლებში

20.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024