რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები (2009-2015) - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 25 მაისი 2015

18 მაისს IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ირგვლივ, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, მომზადდა 3 სატელევიზიო სიუჟეტი რუსთავი 2-ის, მესტროსა და პირველი არხის მიერ და გამოქვეყნდა არა ერთი სტატია სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ვებგვერდებზე: netgazeti.ge, qartli.ge, frontnews.ge, news.ge, radiomaestro.ge, reportiori.ge.


რუსთავი2 IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს გაესაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, იმაზე მეტი ადამიანი იყოს დაკავებული, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია დაფიქსირებული.


მაესტროს სიუჟტში IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი დაწვრილებით საუბრობს იმ მიზეზებზე, რატომაც მოითხოვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაკავებულთა შესახებ მონაცემები. მაესტრო IDFI-ის წარმომადგენლის გარდა არაერთ რესპონდენტს გაესაუბრა, რომლებიც ადამიანების დაკავებას, საზღვარზე მკაცრი წესების შეუჩვევლობას უკავშირებენ.

 


რა შეეხება პირველ არხს, მის სიუჟტში ტერიტორიების მიხედვით არის განხილული საზღვრის გადაკვეთის გამო, უკანონოდ დაკავებული ადამიანების რიცხვი.


“IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია და დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს - 512 პირი, ხოლო 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) - 139 პირი.” ვკითხულობთ netgazeti.ge-ს სტატიაში.


Qartli.ge განმარტავს, რომ IDFI-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისთვის დაკავებულ მოქალაქეებზე ინფორმაცია მიღბული აქვს 2013 წელსაც, რომელიც მოიცავდა 2009-2012 წლის მონაცემებს.


Frontnews.ge გვთავაზობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დაკავებულთა მონაცემების შედარებას და მის სტატიაში ნათქვამია, რომ 2009-2015 წლის მონაცემებით, აფხაზეთის საზღვრის მიმართულებით ორჯერ მეტი მოქალაქეა დაკავებული.


„2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები“ - ნათქვამია News.ge-ს სტატიაში.

 

Radiomaestro.ge-სა და reportiori.ge-ს სტატიებში საუბარია სამინისტორგან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც 2015 წლის მონაცემებით 2117 მოქალქეა უკანონოდ დაკავებული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024