2016 წლის 26 მარტს IDFI-მ საქართველოს პროკურატურას მიმართა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც დაკავშირებული იყო 2011-2015 წლებში პროკურატურის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან, საკადრო უზრუნველყოფასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან. IDFI-ის განცხადებაზე პასუხის გასაცემად პროკურატურამ ითხოვა ერთთვიანი ვადა და 2016 წლის 6 მაისს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მიღებული დოკუმენტაციის გაანალიზების შედეგად ინსტიტუტმა მოამზადა და მედიაში გაავრცელა ანალიზი სახელწოდებით: „2011-2015 საქართველოს პროკურატურის ხარჯები.“ ქართული მედია ინფორმაციით დაინტერესდა და ამ თემას არაერთი პუბლიკაცია თუ სიუჟეტი მიუძღვნა.
ინტიტუტის მიერ მომზადებულ მასალას უცვლელად აქვეყნებენ შემდეგი ონლაინ მედია საშუალებები:
www.ambebi.ge, www.psnews.ge, www.presa.ge, www.gurianews.com, www.netgazeti.ge, www.etanews.ge,
www.liberali.ge, www.news.ge, www.epn.ge, www.info9.ge, www.ghn.ge, www.interpressnews.ge, www.interpressnews.ge, www.interpressnews.ge.
www.ipress.ge - ინფორმაციას რამოდენიმე ნაწილად აქვეყნებს და თითოეულ მასალაში პროკურატურის მიერ სხვადასხვა ტიპის გაწეულ ხარჯებს ასახავს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას სტატიის ავტორმა, გოგა თუშურაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს პროკურატურის მიერ შრომით ანაზღაურებაზე გაღებული ხარჯები შეადგენდა 15 მილიონ ლარს, ხოლო 2015 წელს ის გაიზარდა დაახლოვებით 25 მილიონ ლარამდე. „აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგრძნობლად გაიზარდა პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის მოცულობა, თითქმის გაორმაგდა და 2015 წელს 10 მილიონი ლარი შეადგინა. ბატონი ირაკლი შოტაძის მიერ მიღებული ანაზრაურებიდან მხოლოდ 12 000 არის თანამდებობრივი სარგო, ხოლო მას 70 000 ლარის ოდენობის თანხა მიღებული აქვს პრემიის და დანამატის სახით,“ განაცხადა გოგა თუშურაშვილმა ჟურნალისტთან საუბრისას.
„პროკურატურის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ და დანამატებზე გაწეულ ხარჯებზე IDFI-მ კვლევა გამოაქვეყნა. მონიტორინგის თანახმად 2011-2015 წლების პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 27%-ით, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯები 69%-ით გაიზარდა,“ ასე იწყებს ტელეკომპანია იმედი სიუჟეტს, რომელიც ინსტიტუტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა. „ეს თანაფარდობა არის არაადეკვატურად დიდი და წარმოადგენს პრობლემას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურის თითქმის ყველა გაწეულ ხარჯებში შეინიშნება საკმაო ზრდა,“ აცხადებს IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე ჟურნალისტთან საუბრისას.
I არხი საინფორმაციო გადაცემაში აქცენტს 2012 წლიდან მომატებულ ავტომობილების შესყიდვებზე გამოყოფილ თანხებზე და შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების გაცემის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას.
მსგავსი ტექსტის მომცველი სიუჟეტები გაავრცელეს ტელეკომპანიებმა ტვ პირველმა, პალიტრა ტვმ და მაესტრომ.
რადიო მაუწყებლები: რადიო მაესტრო, რადიო პალიტრა, რადიო პირველი.
"შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე." - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა IDFI-ის მიერ გავრცელებული ანგარიშის პასუხად ავრცელებს. 28 ივლისს გავრცელებული პროკურატურის განცხადებით, "ეს ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით. 2008 წლიდან დღემდე პერიოდში პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები) შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა. 2011 წელს პროკურატურის მუშაკთა საშუალო რაოდენობა იყო 626 თანამშრომელი, 2015 წლის მდგომარეობით კი შეადგენს 814 თანამშრომელს. თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა განაპირობა პროკურორთა სამუშაო დატვირთვის მატებამ, რაც გამოიწვია მიმდინარე საქმეებთან ერთად, ათასობით მოქალაქეთა საჩივრებმა ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტებზე წარმოებულმა არაერთმა რეზონანსულმა გამოძიებამ, ასევე პროკურატურაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულმა საჭიროებებმა, კერძოდ, პროკურატურის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით 2015 წელს შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების სამმართველო, ასევე ჩამოყალიბდა პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და პროგრამული მხარდაჭერის ცენტრი..."
პროკურატურის განცხადებას თითქმის ყველა მედია საშუალება უცვლელად აქვეყნებს:
www.frontnews.ge, www.gurianews.com, www.reportiori.ge, www.news.ge, www.netgazeti.ge, www.info9.ge, www.ghn.ge, www.epn.ge, www.ipn.ge, www.medianews.ge, www.pia.ge, www.newposts.ge, პალიტრა ტვ, 1 არხი, იმედი, ტვ პირველი, რადიო პალიტრა, რადიო საქართველოს ხმა.