20 მაისს IDFI-მ თბილისის მერიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ვაკის პარკის მედიათეკაში.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მან ისაუბრა რეპრესირებული სამხედროების ღვაწლსა და დამსახურებაზე. გამომსვლელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ქართველი სამხედროების გმირობაზე ისაუბრა.
მომხსენებელთა შორის ასევე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსის მოადგილე ვლადიმერ ლუარსაბიშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის პირველი მოადგილე - ომარ ბეგოიძე. მათაც მიმართეს აუდიტორიას, შეკრებილ საზოგადოებას და სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ეწვივნენ ვაკის მედიათეკას.
ღონისძიება აქტიურად გაშუქდა მედიის მიერ. ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საინფორმაციო გადაცემა კონტაქტში ვრცელი სიუჟეტი გავიდა, სადაც გაიხსენეს ქართველ სამხედროებთან დაკავშირებული ტრაგიკული ისტორია და დამსახურება სამშობლოს წინაშე.
ტელეკომპანია კავკასიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ღონისძიების დატვირთვასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღნიშნულ სიუჟეტში 20 მაისის მოვლენებთან და მემორიალური დაფების გახსნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ღონისძიებაზე წარმოდგენილი მომხსენებლები ირაკლი ლექვინაძე და ომარ ბეგოიძე.
რუსთავი 2 - ის ეთერში გასულ სიუჟეტში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 93 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული ისტორია, რომელმაც 15 სამხედრო მოღვაწის სიცოცხლე შეიწირა და დაღუპული გმირების საცხოვრებელ ადგილას მემორიალური დაფების განთავსებაზე ისაუბრეს.
ვაკის პარკის მედიათეკაში გამართული ღონისძიების შესახებ აქტიურად წერენ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალები. www.ipress.ge გამართული აქვეყნებს ღონისძიების შესახებ ორ სტატიას აქვეყნებს. ერთში ის უშუალოდ მიმოიხილავს ღონისძიების ჩატარების მიზეზს და მის ისტორიულ მნიშვნელობას, ხოლო მეორეში საუბრობს მემორიალური დაფებისა და დაღუპული ოფიცრების შესახებ.
ღონისძიების შესახებ ასევე ამცვნეს საზოგადოებას გაზეთებმა ახალი თაობა და მესენჯერი.
IDFI-სა და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლობით ჩატარებული ღონისძიებას შემდეგი საინფორმაციო პორტალები ეხმაურებიან: