კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 სექტემბერი 2022

27 სექტემბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო კურსის მონაწილეებისთვის. საბაკალავრო საფეხურზე შერჩეული 23 მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 სტუდენტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს როგორიცაა „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“.

 

„დღეს მაქვს შესაძლებლობა, უკვე მეოთხედ გავხსნა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა და პროგრამაში მოხვედრილ კონკურსანტებს, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრული წესით აირჩიეს საგანი, მივულოცო სასწავლო წლის დაწყება!“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.



პირველი კურსი, რომელსაც საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან არის კარგი მმართველობა და კორუფცია, რომელსაც გიორგი ჩხეიძე კითხულობს. გიორგი არის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი.

 

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური მოსწრების კრედიტებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროგრამის დასრულების სერტიფიკატიც. 

 

სასერტიფიკატო პროგრამის კონკურსი წელსაც ტრადიციულად დიდი იყო. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს კონკურსანტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან. გამოგზავნილი იყო თითქმის 400-მდე განაცხადი. განაცხადების გადარჩევის შემდეგ, გასაუბრების პროცესი გაგრძელდა 4 დღის განმავლობაში. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, პროგრამის საბაკალავრო საფეხურისთვის, შეარჩია 23 სტუდენტი, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის 24 მონაწილე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან. IDFI-ს პროგნოზით, კონკურსის წესით აყვანილ კანდიდატებთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, სასერტიფიკატო პროგრამას ჯამურად 100-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.

 

2019-2020 წლებში სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილი იყო რვა პროფესიული მოდული, რომელიც მომდევნო წლებში გარდაიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ოთხ აკადემიურ საგნად. კერძოდ, საბაკალავრო საფეხურისთვის - „კარგი მმართველობა და კორუფცია“, და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის - „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“. 27 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყო საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ხოლო 3 ოქტომბერს სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყება სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.


კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024