აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მისაწვდომობის კონცეფციაზე მუშაობა დასრულდა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 აგვისტო 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი აგრძელებენ ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე მუშაობას.

 

კერძოდ, სამოქმედო გეგმის მე-7 ვალდებულება ითვალისწინებს სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირებას. აღნიშნული ვალდებულება პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა მისწავდომობის კონცეფციის შემუშავებას.

 

პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დაკვეთითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ა(ა)იპ „მარიანის“ და სფეროს სხვა ექსპერტების მონაწილეობით, მომზადდა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მისაწვდომობის კონცეფცია მობილობის, მხედველობისა და სმენის შეზღუდვის მქონე პირთათვის.

 

უმაღლესი საბჭოს შენობის მისაწვდომობის კონცეფციის შემუშავება და აღნიშნული კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინკლუზიურ ჩართულობას, თანასწორ და თანაბარ ხელმისაწვდომობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე, რაც თავის მხრივ დადებით ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეთა ჩართულობაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

/public/upload/EU/concept_for_accessibility_of_the_supreme_council_building-min.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024