ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება ქუთაისის და ახალციხის მერიებისთვის (2019-2020)

პროექტები | დასრულებული პროექტები 3 მაისი 2019

 

პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება ქუთაისის და ახალციხის მერიებისთის (2019-2020)
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-023
ბიუჯეტი: 50,160 ლარი ($18,578)
ხანგრძლივობა: 03 მაისი, 2019 – 20 ოქტომბერი, 2019

 

მიზნები


GGI-ის მიზანია, დაეხმაროს ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიებს ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესში, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტ ხელმისაწვდომობას, თავსებადობასა და შემდგომ გამოყენებას. GGI-ის საბოლოო მიზანია პარტნიორი მუნიციპალიტეტების დახმარება ღირებული მონაცემთა ბაზების გამოქვეყნებაში, რათა დაკმაყოფილდეს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური წრისა და სხვათა მოთხოვნები.

 

პროექტის კონკრეტული მიზანია ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიებს ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020), ასევე, მონიტორინგის მექანიზმების შექმნაში, რაც გააუმჯობესებს მონაცემთა მართვას და დაამკვიდრებს მონაცემების გასაჯაროების საუკეთესო პრაქტიკას, რაც სხვადასხვა ტიპის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვანი ელემენტია.

 

პროექტის აქტივობები


ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:


- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება


- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება


- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება


- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება


- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია


- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება


- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი)


- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება


- ტრენინგ მოდულის შემუშავება


- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება


- საბოლოო შედეგების ჩაბარება

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

პროექტის ბიუჯეტი

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024