ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გთავაზობთ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზას.

 

აღნიშნულ ბაზაში მოცემულია ოთხასოცდაათზე მეტ საჯარო დაწესებულებაში, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ასევე ის ელექტრონული მისამართები, რომლებზეც შეგიძლიათ მოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, ბაზაში მითითებულია საჯარო დაწესებულებების მისამართები, ვებ-გვერდები და ლოგოები/გერბები (არსებობის შემთხვევაში).

 



ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაცია განაწილებულია ორ დოკუმენტში, რომლებიც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც ექსელის, ასევე PDF ფორმატში.

 

პირველი ექსელის დოკუმენტი დაყოფილია ოთხ ძირითად კატეგორიად:

 

1. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი და მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები, დამოუკიდებელი ორგანოები;

 

2. სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები და საქვეუწყებო დააწესებულებები;

 

3. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები;

 

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სასამართლოები.



(იხილეთ დოკუმენტის PDF ვერსია)

 

მეორე ექსელის დოკუმენტში მოცემულია შემდეგი კატეგორიები:

 

1. აჭარის ა/რ-ის მთავრობის აპარატი და სამინისტროები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატი და სამინისტროები;


2. სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;


3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რეგიონების მიხედვით.



(იხილეთ დოკუმენტის PDF ვერსია)

 

IDFI სისტემატურად ანახლებს და აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზას.



ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024