კომენდანტის საათის მანიფესტაციებზე გავრცელება, უკიდურისად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს

განცხადებები 9 ნოემბერი 2020

 


IDFI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ მიიღოს Covid-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

2020 წლის 6 ნოემბერს პრემიერ მინისტრმა განაცხად, რომ შეზღუდვები არ შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მომდევნო დღეს საქართველოს მთავრობამ 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ ძირითად ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადება დააანონსა

 

აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაო აკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება.  ეს არის კომენდანტის საათი - „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება. 

 

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე [1] არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაც ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება. [2]

 

თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას. 

 

აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას.

 

___

 

[1] 2020 წლის 9 ნოემბერი, 09 საათი და 30წთ.

[2] „ნორმატიული აქტებისშესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა არის სამართლებრივი აქტის სავალდებულო ძალის მინიჭების უსწრაფესი გზა. დასახელებული კანონის 22-ემუხლისმე-2 პუნქტის თანახმად, გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდგომ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა 12:30-13:30 მთავრობის შესაბამისი დადგენილება. დადგენილებით, კომენდანტის საათის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 22:00 საათი. საქართველოს მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს. დაშვება იმისა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია განსხვავებულად მოაწესრიგოს ნორმატიული აქტის მიღებისა და გამოქვეყნების წესები, მნიშვნელოვნად არყევს სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

“მთავარი არხი”-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრიტიკული მედიის შეზღუდვის ტენდენციაა

28.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024