IDFI-მ პროექტის დასკვნითი ღონისძიება და ანგარიშის „მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონმდებლობა v. რეალობა“ პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 4 ნოემბერი 2022

2022 წელის 4 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის დასკვნითი ღონისძიება და ანგარიშის „მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონმდებლობა v. რეალობა“ პრეზენტაცია, ასევე, დისკუსია საჯარო ინფორმაციაზე წვდომის პრაქტიკულ პრობლემებზე, გამართა.

 

ღონისძიება გაიხსნა IDFI-ს პროგრამების დირექტორის, ლევან ავალიშვილის მისასალმებელი სიტყვით, ხოლო პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გააკეთა გიორგი დავითურმა, რომელიც IDFI-ს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. ანგარიშში წარმოდგენილია პროექტის გუნდის მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების რაოდენობრივი და თვისებრივი სტატისტიკური მონაცემები, პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრაქტიკული და ნორმატიული პრობლემები, რომლებიც აფერხებენ ჟურნალისტების ეფექტურ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე, ასევე, განხილულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მექანიზმების ეფექტურობა.

 

პროექტის „მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ ფარგლებში გამოიკვეთა,რომ საჯარო დაწესებულებების მიერ კანონმდებლობის ცხადი მოთხოვნების დარღვევა, ისევე, როგორც გულგრილი დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ სახელმწიფოში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ძირითადი დამაბრკოლებელიფაქტორია.

 

საჯარო დაწესებულებათა გულგრილობის, რიგ შემთხვევებში კი თვითნებობის, მთავარი განმაპირობებელია კონტროლის ეფექტური მექანიზმების ნაკლებობა. აღნიშნული წითელ ხაზად გასდევს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იდენტიფიცირებულ გამოწვებს.

 

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას „მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: პრაქტიკული პრობლემები და მათი ნეგატიური შედეგები“, რომელსაც მოდერატორობას უწევდა ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მედიაპროგრამის მენეჯერი და დირექტორის მოადგილე. დისკუსიის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მიღების დაბრკოლებებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის უარყოფით გავლენებზე  ისაუბრეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძემ და სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.

 

პროექტის შედეგები:

 

2022 წელს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე IDFI-მ  მოამზადა 172 განცხადება, რომელიც 125 სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას მიემართებოდა, ასევე მოამზადა 37 ადმინისტრაციული საჩივარი და 18 ადმინისტრაციული სარჩელი.  გასცა 45 ზე მეტი ზეპირი სამართლებრივი კონსულტაცია. სამართლებრივი დახმარებით ისარგებლა 40-ზე მეტმა ჟურნალისტმა/მედიის წარმომადგენელმა.

 

მედიის წარმომადგენლებმა დაახლოებით 36% შემთხვევაში შეძლეს საჯარო ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის შეტანის გარეშე.  აღსანიშნავია, რომ დაკმაყოფილების დროსაც, ინფორმაცია გაიცა  კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევით.

 

63 შემთხვევაში ჟურნალისტებმა შეძლეს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ მოპოვება.  

 

IDFI მიიჩნევს, რომ

 

1. საქართველოში უნდა შეიქმნას ეფექტური გარე კონტროლის განმახორციელებელი ინსტრუმენტი (ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი).

 

2. უნდა შემცირდეს  ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვის ვადები და დაიხვეწოს ამგვარ სარჩელთა განხილვის საპროცესო მექანიზმები.

 

3 . საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც უხეშად და, სავარაუდოდ, განზრახ არღვევენ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

გაეცანით კვლევას აქ.

 

კვლევა მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მხარდაჭერით. კვლევის პრეზენტაცია გაიმართა ღია საზოგადოების ფონდის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024