მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონმდებლობა v. რეალობა

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანგარიში 4 ნოემბერი 2022

სტატისტიკური მიგნებები საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით

 

- ჟურნალისტთა დაახლოებით 12% -მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება.

 

- შემთხვევათა 50% ში საჯარო ინფორმაციის განცხადება არ დაკმაყოფილდა ან დარჩა უპასუხოდ. 50% შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გაიცა სრულად ან ნაწილობრივ.

 

- განცხადების უპასუხოდ დატოვების შემთხვევების გამოკლებით (განცხადებების დაახლოებით 25%), საჯარო დაწესებულებისგან განცხადებებზესაპასუხო წერილის მიღებას საშუალოდ 16 კალენდარული დღე დასჭირდა.

 

- ადმინისტრაციული საჩივრები როგორც წესი არ კმაყოფილდება, მაგრამ  შემთხვევათა დაახლოებით 40%-ში ინფორმაციის მიღება სრულად მოხერხდა, თუმცა საჩივარი დარჩაგანუხილველი.

 

- ადმინისტრაციული საჩივრით სარგებლობის შემთხვევაში პირებს ინფორმაციის მისაღებად საშუალოდ  35 კალენდარული დღე დასჭირდათ

 

- პროექტის ფარგლებში შეტანილ სარჩელებზე სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. საერთო სასამართლო სისტემაში საჯარო ინფორმაციის დავის დასრულებას საშუალოდ 2.5 წელი სჭირდება.

 

- სასამართლომ წარმოებაში მიღებული სარჩელების 100%-ზე 5 თვით გააგრძელა სასამართლოს განხილვის სტანდარტული ვადა დავის განსაკუთრებული სირთულის მოტივით (მათ შორისაასაქმეები, რომლებშიც ადმინისტრაციულ ორგანოს არც საჯარო ინფორმაციის განცხადებაზე და არც ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხი საერთოდ არ გაუცია).

 

- პროექტის მიმდინარეობისას, 7 თვის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მიღების საკითხებზე IDFI-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა, თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს მასშტაბით 2021 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ჯამურად შეტანილი ანალოგიური სარჩელების რაოდენობას.

 

შინაარსობრივი მიგნებები: მედიის მიერ საჯარო ინფორმაციის მოპოვების სისტემური პრობლემები

 

- საჯარო დაწესებულებებმა, უმრავლეს შემთხვევაში ან დაარღვიესსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული - საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებიან უპასუხოდ დატოვესსაჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.

 

- ხშირად, საჯარო დაწესებულებები არასრულყოფილად გასცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას და არც ასაბუთებენ,თუ რატომ არ გაიცემა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც აფერხებს გასაჩივრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობას. 

 

- საჯარო დაწესებულებების მიხედვით განსხვავებული მიდგომაა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე. ზოგიერთი საჯარო დაწესებულება არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს და მიიჩნევს რომ იგი მხოლოდ სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

 

- პრაქტიკა მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაციის ეფექტურად მოპოვებისთვის საჭიროა შესაბამისისისფეროს/ბიზნეს პროფესიის ცოდნა ან/და სამართლებრივი დახმარება. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია საჯარო დაწესებულებების მიერ განცხადების შინაარსის მკაცრად ფორმალური შეფასებით.

 

- გამოვლინდა შემთხვევები, სადაცსაჯარო დაწესებულებები მიუთითებენ, რომ ინფორმაციას არ ამუშავებენ მოთხოვნილი ფორმით და არც იმ ფორმით გასცემენ ინფორმაციას, როგორც ისსაჯარო დაწესებულებაში ინახება.

 

- რიგ შემთხვევებში,საჯარო დაწესებულებები ინფორმაციას არ გასცემენ იმგვარ სამართლებრივ არგუმენტებზე მითითებით, რომელიც კანონიდან არ გამომდინარეობს.

 

- “ინფორმაციის დაშტრიხვის” პრაქტიკა აუცილებელია საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს პრაქტიკა მხოლოდ პერსონალურ მონაცემების შემცველ საჯარო ინფორმაციასთან მიმართებით გამოიყენება.

 

- იკვეთება პრობლემური საჯარო დაწესებულებები,რომლებიც საერთოდ არ რეაგირებენ არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე და არც შესაბამის საჩივრებზე (მაგალითად საქართველოს მთავრობა).

 

შინაარსობრივი მიგნებები: საჯარო ინფორმაციის მოპოვების ნორმატიული/სისტემური პრობლემები

 

- უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა არსებით პრობლემებს ქმნის სახელმწიფო კომპანიებისგან საჯარო ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით;

 

- საქართველოს კანონმდებლობის ზოგიერთ ნორმას საჯარო დაწესებულებები განმარტავენ ფართოდ და გარკვეულ საკითხებზე დამუშავებულიდოკუმენტებიდან კონკრეტული შინაარსის შემცველ საჯარო ინფორმაციაზე არ ავრცელებენ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოქმედებას.

 

ძირითადი მიგნებები საჯარო ინფორმაციის უფლების დარღვევების ზედამხედველობის თვალსაზრისით

 

- საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი (მაგ. ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი), რომელიც ეფექტურ ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გაუწევს საჯარო დაწესებულებათა მიერ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის აღსრულებას.

 

- სასამართლოს კონტროლი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე არაეფექტურია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების, ამ ვადების დარღვევისა და ეფექტური საპროცესო მექანიზმების ნაკლებობის გამო.

 

- საქართველოს პარლამენტისთვის, საჯარო დაწესებულებათა მიერ წარდგენილი ანგარიშები ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ იძლევა სრულ სურათს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამოვლენილი სისტემური პრობლემების თაობაზე.

 

სისტემური პრობლემებიდა მათი გადაწყვეტის შესაძლო გზები

 

პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ კანონმდებლობის ცხადი მოთხოვნების დარღვევა, ისევე, როგორც გულგრილი დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ სახელმწიფოში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ძირითადი დამაბრკოლებელია. საჯარო დაწესებულებათა გულგრილობის, რიგ შემთხვევებში კი თვითნებობის, მთავარი განმაპირობებელია კონტროლის ეფექტური მექანიზმების ნაკლებობა. აღნიშნული წითელ ხაზად გასდევს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იდენტიფიცირებულ გამოწვებს.

 

1. საქართველოში უნდა შეიქმნას ეფექტური გარე კონტროლის განმახორციელებელი ინსტრუმენტი (ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი).

 

2. უნდა შემცირდეს  ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვის ვადები და დაიხვეწოს ამგვარ სარჩელთა განხილვის საპროცესო მექანიზმები.

 

3. საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს პარლამენტის რეგლამენტითგათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც უხეშად და,სავარაუდოდ,განზრახ არღვევენ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

დასკვნა

 

პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ მედიისთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით სისტემური ხასიათის პრაქტიკულ-ნორმატიული პრობლემები არსებობს. ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური მოთხოვნების უგულებელყოფა ორდინალურ მოვლენას წარმოადგენს. საგამონაკლისო საჯარო დაწესებულებები რიცხვი, რომლებიც  ცდილობენ კანონმდებლობის მოთხოვნების მაქსიმალურ დაცვას. დაახლოებით 12 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ მედიისთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია სრულად და კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაიცემა.

 

საჯარო დაწესებულების თვითნებობის ხარისხი არის მაღალი. აღნიშნული შეიძლება განპირობებული იყოს ეფექტური სასამართლო ან გარე ადმინისტრაციული კონტროლის ნაკლებობით. რიგ შემთხვევებში იკვეთება, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სრული იგნორირება წარმოადგენს საჯარო დაწესებულების აპრობირებულ პრაქტიკას.

 

სასამართლოს კონტროლის ეფექტურობას არსებითად ამცირებსსაქმისგანხილვის კანონით გათვალისწინებული ვადების ხანგრძლივობა და, აგრეთვე, ამ ვადების უგულებელყოფა სასამართლოს მიერ.

 

დასახელებული სისტემური პრობლემები არსებითად აუარესებს მედიისთვის საინტერესო საკითხებზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხს. პრაქტიკულ დონეზე მოლოდინი, რომ მედია მისთვის საინტერესო საკითხზე კანონით გათვალისწინებულ ვადებში შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას არ არსებობს. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის ფაქტები წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024