კონკურსი „ინოვაცია და ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაძლიერებლად“

სიახლეები 30 ოქტომბერი 2015

ძლიერი სახელმწიფო ემყარება ძლიერ საზოგადოებას, დამოუკიდებლად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ და შეუძლიათ თავიანთი პრობლემები გადაჭრან მარტო ან თანამოაზრეებთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურების მინიმალური მონაწილეობით; რომელთაც ესმით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებზე მეტი თუ არა, არანაკლები პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს აკისრია. ამის მაგალითი იყო 13 ივნისის სტიქია, როდესაც მოქალაქეები კეთილი ნებით და უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელებაში.

 

ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ძლიერი ინსტრუმენტებია ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. უმეტესობას გვაქვს სმარტფონები, გაჯეტები, წვდომა ინტერნეტთან და ყოველდღიურად აქტიურად ვსარგებლობთ ამ ყველაფრით. იმისათვის, რომ შევძლოთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საზოგადოებისთვის სასარგებლოდ გამოყენება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შპს “DEVEL”-თან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს „ინოვაცია და ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაძლიერებლად“. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველას, ვისაც წვლილის შეტანა სურს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და აქვს იდეა, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით:

 

  • დავეხმაროთ საზოგადოებას ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში და გავუღვივოთ პასუხისმგებლობის გრძნობა მის ცალკეულ წევრებს;
  • დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს უკეთ გაართვას თავი მოვალეობებს.

 

სასურველია განცხადებაში მითითებული იყოს:

  • იდეის დეტალური აღწერა;
  • რა საზოგადებრივ ინტერესს ემსახურება იგი;
  • იდეის განხორციელების გზები;
  • რა მინიმალური დახმარება დასჭირდება ავტორს იდეის განსახორციელებლად.

 

განაცხადები შეფასდება იდეის განხორციელებადობის, ეფექტიანობის, ორიგინალურობისა და სიმარტივის გათვალისწინებით.

 

სამი საუკეთესო გადაწყვეტილება დაჯილდოვდება 1000, 700 და 500 ლარით, ავტორებს კი დავეხმარებით მათ განხორციელებაში.

 

გთხოვთ, განცხადებები მოგვაწოდოთ მისამართზე: idea@devel.ge. სათაურის ველში მიუთითეთ კონკურსი „ინოვაცია და ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაძლიერებლად“. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ნოემბერი. 

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI) უზრუნველყოფს მიღებული იდეების დაცვას მესამე პირთა წვდომისგან ავტორის შესაბამისი თანხმობის გარეშე. ამასთან, ორგანიზაცია სრულად აღიარებს კონკურსში მონაწილეთა საავტორო ქონებრივ ან/და პირად არაქონებრივ უფლებებს წარმოდგენილ იდეებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024