ზამთრის სკოლის დახურვის ღონისძიება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 20 დეკემბერი 2022

IDFI-მ 2022 წლის 10-15 დეკემბრის პერიოდში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, ზამთრის სკოლა „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ გამართა. ზამთრის სკოლას ორსაფეხურიანი კონკურსის საფუძველზე შერჩეული 25 მონაწილე ჰყავდა და მის მთავარ მიზანს პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, არსებულ გამოწვევებზე დისკუსიების გამართვისა და შეხედულებების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

 

ზამთრის სკოლის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და დამწყებ პრაქტიკოსებს, მათ შორის, მე-3 და მე-4 რანგის საჯარო მოხელეებს, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ დარგის სპეციალისტების მიერ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილ ტრენინგებში.

 

15 დეკემბერს სკოლის დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს ტრენინგთა კურსის წარმატებით გავლა მიულოცესდა სკოლის აქტივობები  შეაჯამეს IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა/მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ - ერიკ ილესმა დაადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ.

 

 

ზამთრის სკოლის პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო:

 

- კონსტიტუციური მოწყობა და კონსტიტუციური კონტროლის ქართული მოდელი;

 

- დამოუკიდებელი კონსტიტუციური/სახელმწიფო ინსტიტუტები საქართველოში და მათი ადგილი საჯარო მმართველობაში;

 

- ევროკავშირის 12 პრიორიტეტული ამოცანის შინაარსი და მდგომარეობა მათი აღსრულების შესახებ;

 

- სახალხო დამცველის ინსტიტუტის ძირითადი მანდატი: საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ფარული ელექტრონული თვალთვალის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები;

 

- მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში: რეფორმის ტალღები და მიმდინარე გამოწვევები;

 

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კომპეტენცია, მიმართვისა და საქმეთა განხილვის ძირითადი წესები;

 

- სახელმწიფოთაშორისი მექანიზმების გამოყენება ადამიანის უფლებათა დაცვისთვის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

ზამთრის სკოლაში მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პროფესიული ბექგრაუნდისა და გამოცდილების მქონე ექსპერტები და მომხსენებლები:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი კონსტანტინე კორკელია; სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე; იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ჯანდიერი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. სამართლის დოქტორი პაატა ტურავა; პლატფორმა „კომენტარის“ თანადამფუძნებელი, სამართლის პოლიტიკის მიმართულების რედაქტორი სოფო ვერძეული; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი ქეთევან თეთრაული და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი.

 

ეს გახლდათ IDFI-ს მიერ ორგანიზებული რიგით მეორე ზამთრის სკოლა, რომელიც წარმატებით განხორციელდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024