სიახლეები

6 თებერვალი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა პროაქტიული გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა

სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობა კარგი მმართველობის, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობაა. ამ მიმართულებით იურიდიული ჩარჩოს უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამართალწარმოების პროცესის შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტის არსებობა.

3 თებერვალი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საერთაშორისო პრაქტიკა

მოცემული დოკუმენტის მიზანია სიტუაციური სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ზოგადი სახის ინფორმაციას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის ბალანსის საკითხზე.დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს ისეთ სახელმწიფოებში,როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, კანადა, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სომხეთი, ახალი ზელანდია, სლოვენია, ხორვატია, გერმანია და ავსტრალია.

3 თებერვალი 2017 image

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა  სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების  რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრი. მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე.

1 თებერვალი 2017 image

IDFI-ის იანვრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი

საინფორმაციო ბიულეტენში თავმოყრილია ინფორმაცია IDFI-ის მიერ იანვრის (2017) თვეში განხორციელებული აქტივობების და გამოქვეყნებული მასალების შესახებ.

 

30 იანვარი 2017 image

ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს გასვლითი შეხვედრა

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა საპარლამენტო ღიაობის საკითხები და სამომავლო ნაბიჯები. შეხვედრას ესწრებოდნენ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ახლადარჩეული წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

27 იანვარი 2017 image

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება

სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებული ცვლილებების უმეტესობა დადებითი და სასარგებლოა. ცვლილებები ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, გააუმჯობესებს შესყიდვების კანონმდებლობას და გააჯანსაღებს შესყიდვების პროცესს. თუმცა, კანონპროექტი მაინც შეიცავს რისკებს. კერძოდ, გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე. დაგეგმილი ცვლილებები ქმნის დამატებით ბარიერებს გასაჩივრებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს საჩივრების რაოდენობის შემცირება სამართლიანი საჩივრების შემცირების ხარჯზე. ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა უფრო დეტალურად უნდა დაასაბუთონ ამ ბარიერების შემოღების საჭიროება.

26 იანვარი 2017 image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

2017 წლის 16 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის #9/3 ბრძანებით დამტკიცდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ახალი შემადგენლობა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, საბჭოს ახალ შემადგენლობაში შევიდნენ: ირინა ფრუიძე (საბჭოს თავმჯდომარე), ფრაქცია „ქართული ოცნება“; ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება“; თამარ ჩუგოშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება“; გიორგი კახიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება“; კახაბერ კუჭავა, ფრაქცია „ქართული ოცნება“; გუგული მაღრაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება“; გიორგი ტუღუში, ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“; ოთარ კახიძე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“; და ემზარ კვიციანი, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“.

24 იანვარი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში - პროექტის შედეგების პრეზენტაცია

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ დასკვნით პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებს და მომზადებულ წინადადებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

23 იანვარი 2017 image

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ - კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს

მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით. საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ის არ არის აღნიშნული საქართველოს სახელმწიფოს სახელმძღვანელო დოკუმენტსა და ძირითად კანონში - კონსტიტუციაში.

 

23 იანვარი 2017 image

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (აპრილი-დეკემბერი, 2016)

უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
4 სექტემბერი 2019
2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31