IDFI რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ქსელის წევრია
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საერთო სასამართლოების შესაბამის მოსამართლეებს, დაიცვან რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები
სასამართლოს მიერ მოსამართლეთა ქონების შემოწმების პროცესის გაჩერება, კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარული მექანიზმის გამოყენების საჭიროების დამატებითი მტკიცებულებაა.
გამოვთქვამთ იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და 2024 წლის 24 მარტს გასამართ კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერენ მას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს შეშფოთებას და მკაცრად გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას.
2023 წლის გაზაფხულზე IDFI შეუერთდა პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის პროექტს (GIRAI) და მისი რეგიონული ჰაბების საზოგადოებას.
2022 წლის ივნისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფთან (FATF) დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური კოალიციის წევრი გახდა.
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) დაფუძნდა 2011 წელს, როგორც მისი წევრი სახელმწიფოების მთავრობების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების საერთაშორისო პლატფორმა. დღეისათვის პლატფორმა აერთიანებს 80-მდე სახელმწიფოს და მოიცავს როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო და ადგილობრივ მიმართულებებს.
საქართველოს პარლამენტი ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) განხორციელებაში 2015 წლიდან. 2015 წელს პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI)და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მხარდაჭერით, იწყებს სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას.
დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მოქმედებს კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის გასაძლიერებლად, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.