IDFI რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ქსელის წევრია
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 2011 წლის აპრილში შეიქმნა. კოალიციის მიზანია ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა.
"პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" (Open Government Partnership - OGP) დაფუძნდა 2011 წლის სექტემბერში, როგორც ღია და ანგარიშვალდებული მთავრობების შექმნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო პლატფორმა. დღესდღეობით პლატფორმა 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. საქართველო პლატფორმას 2011 წლის სექტემბერშივე შეუერთდა. ანალიზითა და რეკომენდაციებით IDFI თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაში.