პროექტის ‘შენი უფლებაა იცოდე“ ფარგლებში დაიწყო ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სემინარის მონაწილეების შერჩევა

სიახლეები 28 სექტემბერი 2012

IDFI-სთან პარტნიორობით ხორციელდება მოხალისეობრივი პროექტი "შენი უფლებაა იცოდე“. პროექტის ფარგლებში 2012 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება ერთდღიანი ინტენსიური სემინარი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე.  

სემინარის მონაწილეებს დაურიგდებათ საჯარო ინფორმაციის საკითხების თაობაზე, საქართველოში არსებული საკანონმდებლო, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეჯერების შედეგად, მომზადებული საკითხავი მასალა. სემინარის დასასრულს მონაწილეები შეიმუშავებენ და გააგზავნიან საჯარო ინფორმაციის საკუთარ მოთხოვნებს, გააანალიზებენ მიღებულ პასუხებს და მოამზადებენ მცირე ანალიტიკურ სტატიებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პროექტის თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. სამი გამორჩეული სტატიის ავტორს გადაეცემა წამახალისებელი პრიზები, ხოლო მათი ნაშრომები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ-გვერდზე/ბლოგზე.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-22  წლის ახალგაზრდებს. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.

პროექტის მიზანია აამაღლოს სტუდენტების გათვითცნობიერება ღია მმართველობის, საჯარო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შესახებ. ამას გარდა, აღნიშნული ინიციატივა ისწრაფვის განავითაროს მათი პრაქტიკული უნარები ინფორმაციის მიღების უფლების გამოსაყენებლად.

პროექტის პარტნიორებია: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტი.

„შენი უფლებაა იცოდე“ წარმოადგენს Joint Civic Education-ის მიერ დაფინანსებულ მოხალისეობრივ პროექტს, რომელიც „ირის ჯგუფი მრავალფეროვნების მართვის“, MitOst e.V.-ისა და CRISP-ის ერთობლივი პროგრამაა და ხორციელდება Theodor Heuss Kolleg-ის კოორდინაციით.

პროგრამას აფინანსებენ: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რობერტ ბოშის ფონდი, გერმან მარშალის ფონდის პროექტი -  შავი ზღვის კონსორციუმი რეგიონული თანამშრომლობისთვის და გალუსტ გულბენკიანის ფონდი.

ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა (ქართ).

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024