IDFI-ის განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

განცხადებები 15 მარტი 2016

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 მარტიდან მიმდინარეობს სტუდენტების პროტესტი, რომელთაც სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ:


1. სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება
2. საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის გამოძიება
3. უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა.


ორშაბათს, 14 მარტს, 12:00 სთ-ზე I კორპუსის ეზოში თსუ-ს სტუდენტური თვითორგანიზებული მოძრაობა “აუდიტორია 115”-მა გამართა აქცია. ამავე დროს, იმავე ადგილას, თავისი დემონსტრაცია გამართა თსუ-ს თვითმმართველობამ, რითიც იგი აშკარად ცდილობს ვითარების ესკალაციას. 


განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-ს თვითმმართველობა აყენებს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას პასუხისმგებლობის საკითხს, მაშინ როდესაც ვლადიმერ პაპავა დამოუკიდებელი სტუდენტების აქციის დაწყებისთანავე იყო დიალოგში სტუდენტებთან, მათთან ერთად აპროტესტებდა თსუ-ს შენობაში პოლიციის შესვლას და თავადვე აღიარა უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, თსუ-ს თვითმმართველობის მხრიდან ვლადიმერ პაპავას რექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა შექმნილ ვითარებაში არასწორ აქცენტებს სვამს.


ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ 14 მარტს საღამოს საათებში, განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია უნივერსიტეტის I კორპუსში, სადაც უნივერსიტეტის დაცვამ ვერ უზრუნველყო თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან უნივერსიტეტში არეულობის მცდელობის აღკვეთა.


IDFI მოუწოდებს სტუდენტებს შეინარჩუნონ კონსტრუქციული დიალოგი და არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ მეტად ესკალაცია. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ სტუდენტთა უსაფრთხოება და აღკვეთონ უნივერსიტეტში ძალადობა.


IDFI-ს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტი საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმას სტუდენტთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად. სტუდენტური თვითმმართველობა წარსული და დღევანდელი გამოცდილებით არათუ ვერ უზრუნველყოფს სტუდენტთა სათანადო ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, არამედ წარმოადგენს გაუმჭვირვალე და ჩაკეტილ ინსტიტუციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენს დაპირისპირების მხარეს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024