შრომის კანონმდებლობის რეფორმირების პროცესი

სიახლეები 26 მარტი 2013

კანონპროექტი საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს შრომის კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შეიქმნა, საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პროექტის პარლამენტისათვის წარდგენამდე, პროფესიულ კავშირებს, დამსაქმებელთა გაერთიანებებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა თუ www.matsne.gov.ge -ს მომხმარებლებს, საშუალება ქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები, რომელთა ნაწილი გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში. შეგახსენებთ, რომ IDFI გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა კანონპროექტის პირველსა და მეორე რედაქციას და იუსტიციის სამინისტროს, სამსახურიდან გათავისუფლებული პირის მიერ გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად კომპენსაციის მიღების საკითხის კანონით დარეგულირების აუცილებლობის თაობაზე საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტისათვის წარდგენილ პროექტში გათვალისწინებულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ჩვენი რეკომენდაციების ნაწილი. ნორმატიული აქტის პროექტი სავარაუდოდ, 3-5 აპრილს იქნება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილული.
მივესალმებით შრომის კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვასა და აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობას.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024