საიდან იწყება გენდერული უთანასწორობა?

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 ივლისი 2017

 

ესეს ავტორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სტუდენტი თამარ ჩხაიძე და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

----------

 

შენიშვა: გაითვალისწინეთ , ესეს წაკითხვა საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის რეკომენდირებული არ არის. შესაძლოა , უეცრად,მწარე რეალობის აღქმა გამოიწვიოს.


შეიძლება ითქვას რომ გამიმართლა.ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი ,სადაც გენდერული თანასწორობა სრულად იყო დაცული. მშობლები ერთმანეთს პატივისცემით ექცეოდნენ ,რაც ჩვენს აღზრდაზეც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენდა. მამის პატივისცემა დიდწილად დედაჩემის თვისებებით იყო განპირობებული.დედაჩემი იდეალური მაგალითია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი. ბაბუ ყოველთვის აღნიშნავდა რომ ის ბავშვობიდან გამორჩეული იყო,ძმებს ტოლს არაფერში უდებდა და არასდროს ნებდებოდა,მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ბევრ პრობლემას გადაყრია. დღემდე ეტყობა შუბლზე პატარა ნაიარევი, რომელიც მაშინ დაიმსახურა, როცა უმცროსი მეგობარს გამოესარჩლა სკოლაში. ახლა ამას ღიმილით იხსენებს,თუმცა, მაშინ ამის გამო მშობლებისგან საყვედურის მეტი ვერაფერი მიიღო. სკოლაში კარგად სწავლობდა როგორც ტექნიკურ , ისე ჰუმანიტარულ საგნებს. როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა,მშობლებმა დაჟინებით მოთხოვეს რომ სამედიცინოზე ჩაებარებინა, ბოლოს და ბოლოს ამ ოჯახის ყველა თაობაში მოიძებნებოდა ერთი მედიცინის დოქტორი. ვერ წარმომიდგენია 90-იან წლებში რეგიონში მცხოვრები გოგონა,როგორ შეეწინააღმდეგა ოჯახს,არაფრად ჩააგდო მათი ფინანსური მხარდაჭერა და პირველივე წელსვე ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. პირველი სტიპენდია მიიღო თუ არა მშობლებს კონვერტით გაუგზავნა. ბებოს გულმა ვეღარ მოუთმინა და ოჯახური ტკბილეულით ჩამოაკითხა შვილს , უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში. დედამ მალე გაიცნო თავისი კოლეგა , რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. დედა ყოველთვის ბევრს მუშაობდა,რადგანაც თავისი პროფესია ძალიან უყვარდა და მუშაობდა იმიტომაც , რომ ოჯახზე ეზრუნა. დედაჩემის დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად,მე და ჩემს დას არასოდეს გვიგვრძვნია მისი მხრიდან უყურადღებობა,ყოველთვის ვიცოდით , რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი იყო.დღემდე წარმატებით ართმევს თავს როგორც ადვოკატობას , ისე დედობას.ამასთან არაჩვეულებრივი მეუღლე და საამაყო შვილია. ყოველთვის რასაც მასწავლიდა იყო ის, რომ არასოდეს შევგუებოდი მარცხს ,მუდმივად მეზრუნა იმაზე რომ საკუთარი თავის წინაშე ვყოფილიყავი მართალი და არასოდეს მოვქცეოდი სხვას უსამართლოდ. ვფიქრობ,რომ დედა არაჩვეულებრივი ადამიანი იქნებოდა და ნამდვილად დიდ წვილს შეიტანდა ჩემ ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში,რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - ის არ დაბადებულა.


სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა სელექციური აბორტების თვალსაზრისით,რაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას გულისხმობს.კვლევების თანახმად 1990-2010 წლებში 25 ათას გოგონას წაართვეს სიცოცხლის უფლება. 2015 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარდა კვლევა,რომლის თანახმადაც სქესთა თანაფარდობა ახალშობილ ბავშვთა შორის იყო 110 ბიჭი 100 გოგოზე.ხშირ შემთხვევაში, გენდერულ უთანასწორობაზე საუბრისას აღნიშნავენ,თუ რა პრობლემები ექმნებათ ქალბატონებს განათლების , სოციალური ინტეგრაციის კუთხით , თუ სხვადასხვა უფლებრივი შეზღუდვის თვალსაზრისით. ბევრი ჩვენგანი გვერდს უვლის ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: გოგონებს ,რომლებიც ჯერ არ მოვლენიან ამ ქვეყანას,რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე , თუ რა შეხედულებები და სტერეოტიპებია სამყაროში, უზღუდავენ სიცოცხლის უფლებას ! თითოეული ჩვენგანი მიუხედავად სქესისა უნდა დაფიქრდეს , რამდენი სიხარული დაიკარგა ამ ყველაფრის გამო, რამდენი საამაყო შვილი და რამდენი ღირსეული დედა ვერ მოევლინა ქვეყანას . რა შედეგებს მივიღებთ თუ ასე გაგრძელდება (?!)... პრობლემის მოგვარება მისი გაცნობიერებით იწყება,ასე რომ , დროა თვალი გავუსწროთ იმ მწარე რეალობას,რომელშიც ვცხოვრობთ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023