IDFI-ის განცხადება შპს

განცხადებები 12 მაისი 2014

2014 წლის 17 აპრილს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მხარდაჭერით გამოაქვეყნა კვლევა"საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგები - გამოწვევა საქართველოს მედია სექტორისათვის".

 

ორგანიზაციის მიერ კვლევის გამოქვეყნების, ორგანიზებული პრეზენტაციის და გამართული დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა სატელევიზიო რეიტინგების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის განხილვა, შედარება რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკასთან, საქართველოში არსებული პრაქტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა და რეკომენდაციების შემუშავება საკითხში ჩართული და დაინტერესებული მხარეების დისკუსიაში მონაწილეობის გზით. პრეზენტაცია და დისკუსია დაგეგმილი იყო როგორც სამუშაო შეხვედრა. სწორედ ამიტომ მედია არ იყო მოწვეული ღონისძიების გასაშუქებლად.

 

სამწუხაროდ, კვლევაში დაფიქსირებული საკითხების არსებითი შეფასების და შესწავლის გარეშე მოხდა თემის პოლიტიზირება და სხვადასხვა არასწორი ინტერპრეტაციის წარმოდგენა, რაც ვფიქრობთ კიდევ ერთხელ შეუშლის ხელს სატელევიზიო რეიტინგების შეფასების საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საკითხების პრეზენტაციის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" დირექტორმა ქალბატონმა ნინო გოგოლაძემ პრეზენტაციაზე გამოთქვა შენიშვნები კვლევაში დაფიქსირებულ ტექნიკური სახის უზუსტობებთან დაკავშირებით. შენიშვნების უფრო ვრცელი ნუსხა IDFI-ისთვის მოწოდებული იყო წერილობითი სახითაც.

 

ასევე აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხების შესწავლისას ინსტიტუტის მკვლევარმა იხელმძღვანელა ,,თი-ვი ემ-არ საქართველოს“ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციით, როგორც ეს კვლევის დაწყებამდე რეკომენდირებულ იქნა ქალბატონი ნინო გოგოლაძის მიერ.

 

IDFI-იმ შეისწავლა წარმოდგენილი წინადადებები და შენიშვნები და მიზანშეწონილად მიიჩნია რამდენიმე უზუსტობის ჩასწორება და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება კვლევაში. კერძოდ:

  • კვლევის პირველად რედაქციაში აღნიშნული იყო, რომ „ორგანიზაციის საიტზე აღნიშნულია, რომ კომპანია წარმოადგენს "ნილსენის" ოფიციალურ წარმომადგენლობას, თუმცა ნილსენის ინტერნეტგვერდზე საქართველო მოხსენიებული არ არის". განვმარტავთ, რომ მკვლევარმა იხელმძღვანელა "ნილსენის" და არა "ეი-ჯი-ბი ნილსენის" მონაცემებით. ამიტომ დასაზუსტებლად კვლევაში გაკეთდა ჩანაწერი: "ეი-ჯი-ბი ნილსენის ინტერნეტ გვერდზე, კომპანია TV MR მითითებულია, როგორც ოფიციალური ლიცენზიანტი, ხოლო ლიცენზირებულ ქვეყნებში მითითებულია საქართველო";
  •  კვლევის პირველად რედაქციაში აღნიშნული იყო, რომ "თბილისში დამონტაჟებული მოწყობილობები ორჯერ აღემატება დანარჩენ ქალაქებში დამონტაჟებულ მოწყობილობებს". აღნიშნული ტექნიკური უზუსტობა გასწორდა შემდეგნაირად: "საკითხი პრობლემურია, რადგან შეფასების პანელში განთავსებული თბილისის ოჯახების რაოდენობა 16%-ით აღემატება დანარჩენი ქალაქების ოჯახების საერთო მაჩვენებელს".
  •  2014 წლის 17 აპრილს წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნახსენები იყო შპს "აი პი ემ საქართველო", როდესაც უნდა ყოფილიყო შპს "აი ფი ემ მონიტორინგი";
  • კვლევაში არსებული ჩანაწერი: "ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ამ კატეგორიის ტერმინალები დღეის მდგომარეობით ქსელში დაინსტალირებული არ არის", შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩანაწერი დაზუსტდა შემდეგნაირად " შპს ,,თი-ვიემ-არ საქართველოს ინფორმაციით,მიმდინარე ეტაპზე საკვლევ ოჯახებში დაინსტალირებულია ბოლო თაობის TVM5 ფიფლმეტრების 197 კომპლექტი და კომპანია ასევე ფლობს გარკვეულ მარაგს, რომელიც განთავსებულია ოფისში.  აღნიშნული TVM5 მოწყობილობები ზომავს ყველა ტიპის ციფრულ მაუწყებლობას".

 

რაც შეეხება შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" წარმოდგენილ შენიშვნებში დაფიქსირებულ დანარჩენ უზუსტობებს, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ისინი კვლევის ავტორების მოსაზრებებს წარმოადგენს და არა ფაქტობრივ უზუსტობებს. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებები არ ცვლის კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

 

ცალკე გვინდა შევეხოთ შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს", შპს "აი ფი ემ მონიტორინგის" და შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის“ (IPM), ასევე „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ კომპანიის კავშირის საკითხს. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის კვლევაში არ არის მსჯელობა და დასკვნები შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" და ტელევიზიების კორპორატიული კავშირების შესახებ. კვლევაში საუბარია შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" მიმართ არსებულ უნდობლობაზე, რასაც შესაძლოა იწვევდეს შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" დამფუძნებელი პარტნიორის კორპორატიული კავშირი ოფშორულ კომპანიასთან „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ“, რომელიც სანამ გახდებოდა შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის“ (IPM) 100%-ანი წილის მფლობელი, ფლობდა წილს სამ ტელეკომპანიაში, შპს „ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მეშვეობით.

 

გვინდა მადლობა ვუთხრათ შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" და მის დირექტორს, ქალბატონ ნინო გოგოლაძეს წარმოდგენილი შენიშვნებისათვის და კომენტარებისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა სატელევიზიო რეიტინგების შეფასების პროცესის დახვეწის მიზნით.

 

კვლევა ახალი რედაქციით იხილეთ ბმულზე

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024