IDFI - GPSA-ის პარტნიორთა გლობალურ ფორუმზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 მაისი 2016

GPSA-ის (გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის) პარტნიორთა გლობალური ფორუმი 2014 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს იმართება. იგი შეკრების შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით სოციალური ანგარიშვალდებულების სფეროს წარმომადგენლებს. ღონისძიების მსვლელობისას მთავრობები, ანგარიშვალდებულების ინსტიტუტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პრაქტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ასევე, კერძო სექტორი და დონორები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და ცოდნას; ყოველი მათგანი ცდილობს თავიანთ საზოგადოებებში შექმნას უფრო ინფორმირებული და ანგარიშვალდებული გარემო.


2016 წლის პარტნიორთა გლობალური ფორუმი 19-24 მაისს ვაშინგტონში გაიმართა. მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობები, კერძო სექტორი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. მთლიანობაში ფორუმმა 75 ქვეყანა მოიცვა. ღონისძიება მიეძღვნა თემას - „სოციალური ანგარიშვალდებულება განვითარებისთვის“. ძირითადი აქცენტი გაკეთდა შემდეგ მიმართულებებზე: ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები; სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა სოციალური ანგარიშვალდებულების მიზნით: მოქალაქეთა ჩართულობიდან საჯარო მომსახურების თანაწარმოებამდე; ადაპტური მართვა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ფორუმზე წარმოადგენდა საბა ბუაძე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის ფარგლებში. კარგი მმართველობის პროგრამის კოორდინატორმა საბა ბუაძემ ფორუმის მონაწილეებს გაუზიარა IDFI-ის გამოცდილება OGP-ის ფარგლებში მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობაზე. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოება OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის შედგენაში, მის შემდგომ მონიტორინგში, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.


განვითარების პარტნიორები, კერძო სექტორი და მოქალაქეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქის ხმა, მათი მონაწილეობა და გამჭვირვალობა მმართველობის გასაუმჯობესებლად. სწორედ მათი საშუალებით მიიღწევა მდგრადი განვითარების შედეგები, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება. ფორუმი უნიკალური შესაძლებლობა იყო განხილულიყო უახლესი ტენდენციები და გამოწვევები და გაზიარებულიყო წარმატებული ისტორიები.


ფორუმს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მონაწილეებს შორის იყვნენ შემდეგი მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღები პირები: ჯიმ იონგ კიმი - მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი; კარლ გერშმანი - დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი; და თომას კაროთერსი - კარნეგის მშვიდობის საერთაშორისო ფონდი.


ფორუმის მთავარი მხარდამჭერი მსოფლიო ბანკის ჯგუფი იყო. სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების საშუალებით ფორუმმა მოიცვა სოციალურ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.


GPSA-ის პარტნიორთა გლობალური ფორუმი ახალი იდეებისა და კონცეფციების შემუშავების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა IDFI-სთვის უდიდესი შესაძლებლობა იყო, რადგან ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ღია მმართველობის პარტნიორობაში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობის ღიაობას და გამჭვირვალობას ინფორმირებული საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბების გზით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023