საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციასა და მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 აპრილი 2015

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით (IDFI) და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტს.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის შენობაში ქუთაისში, 30 აპრილს, 14 საათზე იმართება საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე და საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩართულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია.

 

საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას ხელს მოაწერენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მემორანდუმს ხელს მოაწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში. ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტს საპარლამენტო ღიაობის პრინციპის დანერგვაში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის” შემუშავების პროცესში.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი მოიცავს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში, ღია პარლამენტის პრინციპის დამკვიდრების მიზნით და „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით 2015 წლის 12 თებერვალს შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები არიან პარლამენტის წევრები: თინათინ ხიდაშელი, გუგული მაღრაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, დავით ჭავჭანიძე, გოჩა ენუქიძე და კახაბერ ოქრიაშვილი. ინტერფრაქციულ ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის წევრი – თინათინ ხიდაშელი.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის და ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანია შეიმუშავოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის”.

 

საქართველოში ღია პარლამენტის პრინციპის დამკვიდრება მიზნად ისახავს, რომ საქართველოს პარლამენტმა უპასუხოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საკანონმდებლო ღიაობის გამოწვევებს.

 

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება გამჭვირვალობის, მოქალაქეების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრია 2011 წლიდან. 2014 წელს საქართველოს გახდა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი. OGP-ის ახალი მიმართულებაა საკანონმდებლო ღიაობა. საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (Legislative Openness Working Group, LOWG) უზრუნველყოფს პარტნიორების მხრიდან ექსპერტულ მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად.

 

საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე ხელის მოწერისა და მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართება შეხვედრა ინტერფრაქციულ ჯგუფსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ჩართულ წევრებს შორის. კერძოდ, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მსვლელობისას განიხილება სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: მოხდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის (საპარლამენტო ღიაობის საკითხები “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) წევრ ქვეყნებში) პრეზენტაცია, შეთანხმდება ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრების გრაფიკი და განისაზღვრება ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის” შემუშავების თარიღი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024