კონკურსის - ღია პარლამენტი-ახალგაზრდების ხმის - მონაწილეები თამარ კორძაიას შეხვდნენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ნოემბერი 2015

30 ნოემბერს კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" ფარგლებში 40-მდე მონაწილე საქართველოს პარლამენტს ეწვია. ტრენინგი გაიმართა პროექტის - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის ,,საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერების" ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.


კონკურსის მონაწილეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ პარლამენტის შენობის ისტორიას, გაიგეს ინფორმაცია კანონპროექტის მიღების პროცედურებისა და კომიტეტების საქმიანობის შესახებ. ასევე, დაათვალიერეს ფოტოგამოფენა - ,,საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში," რომელიც საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავს ეძღვნებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მუზეუმებსა და არქივებში დაცული ისტორიული დოკუმენტებისა და ფოტოების 300-მდე ექსპონატი (ასლი). ფოტოგამოფენა მოიცავდა დამფუძნებელი კრების სიების, სხდომების, წევრების ფოტოებს, კონსტიტუციისა თუ სხვადსხვა მოწვევის პარლამენტის ფოტოებს, ა.შ.


პარლამენტის ტურის შემდეგ სტუდენტებს შეხვდათ ინტერ-ფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ კორძაია. ქ-ნმა თამარმა მადლობა გადაუხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) გაწეული საქმიანობისთვის პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაზრდის თვალსაზრისით და სტუდენტებს ესაუბრა საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა, რომ ნებისმიერი კანონპროექტის სამიზნე ადრე თუ გვიან ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს ღია პარლამენტის მნიშვნელობა და ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, მათ შორის საკომიტეტო სხდომებზე დასწრებით, სადაც აზრის გამოხატვა შეეძლებათ როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით. თამარ კორძაიამ ასევე ისაუბრა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე, რადგან ეს საბჭო იქნება პარლამენტის გამჭვირვალობისა და ღიაობის მუდმივი მაკონტროლებელი ორგანო.


შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს დეპუტატს და ისაუბრეს, როგორც სამოქმედო გეგმაზე ისე მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის თავისებურებებზე, ბოლო დროს მიღებულ სხვადასხვა კანონპროექტზე და გამჭვირვალობის რისკებსა და შესაძლებლობებს შორის არსებულ თანაფარდობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი პარლამენტში კონკურის საბოლოო ეტაპი იყო. პარლამენტში ვიზიტამდე სტუდენტები, პროგრამის ფარგლებში, დაესწრნენ ტრენინგს, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში. ტრენინგს გაუძღვნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე და ანალიტიკოსი - თამარ იაკობიძე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტების სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტების 50-მდე სტუდენტმა.


სტუდენტებს კონკურსის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ ჩამოაყალიბონ საკუთარი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის ღიაობას, საპარლმენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობას. ყველაზე საინტერესო ინიციატივის ავტორი დაჯილდოვდება ქინდლით. პროგრამის დახურვა და სერტიფიკატების გადაცემა გაიმართება 18 დეკემბერს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024