მედია გაშუქება - საერთაშორისო ფორუმი: საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

IDFI მედიაში 8 თებერვალი 2016

1-2 თებერვალს, IDFI-ს ორგანიზებით, პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.

ღონისძიებას, რომელიც პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

ფორუმი ორივე დღის განმავლობაში აქტიურად შუქდებოდა როგორც სამაუწყებლო, ასევე ბეჭდური და ონლაინ მედიის მიერ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვა ფორუმის ანონსი და პრემიერის მისასალმებელი სიტყვა, ხოლო მოგვიანებით მაყურებელს უფრო ვრცელი სიუჟეტი შესთავაზა, რომლისთვისაც კომენტარები IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და ექსპერტმა, ლევან დოლიძემ გააკეთეს


ფორუმს ორივე დღის განმავლობაში აშუქებდა ტელეკომპანია მაესტრო. სიუჟეტები მომზადდა როგორც მაესტროს ახალი ამბების,  ასევე გადაცემა ბიზნესკონტაქტისთვის:

"ეს არის საერთაშორისო ფორუმი, სადაც განიხილება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველოს 2020-თან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირის და საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობები და სხვა" - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში. 
ტელეკომპანია იმედმა პირველი სიუჟეტი ფორუმის შესახებ გახსნიდან მოკლე ხანში მოამზადა, სადაც მოკლედ იყო მიმოხილული ღონისძიების დეტალები და დამსწრეთა ვინაობა. მოგვიანებით ეთერში გასულ ვრცელ სიუჟეტში გიორგი კლდიაშვილმა განსახილველ თემებზე გააკეთა კომენტარი.

 
ფორუმის შესახებ სიუჟეტი ასევე მოამზადა Ajara.tv-მ, რადიო თავისუფლებამ ღონისძიება ვრცლად მიმოიხილა და მკითხველს ფორუმის განსახილველი თემების შესახებ IDFI-ს წარმომადგენლებისა თუ მოწვეული სტუმრების კომენტარები შესთავაზა. დახურვის ცერემონიის შემდეგ კი IDFI-ს წარმომადგენელმა, გიორგი ლომთაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა ფორუმის დეტალების შესახებ.


ღონისძიება გააშუქა ათობით ონლაინ გამოცემამაც:
ნეტგაზეთი

ინტერპრესნიუსი

Observer

Bpn.ge

Newspress.ge

News.ge

Agenda.ge 

Economic.ge

Newsday.ge 

Cwb.ge 

Georgia Today 

frontnews.ge

Sova News-მა ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მოწვეული სპიკერი იყო.
Iset- მა კი გამოაქვეყნა მოკლე ნიუსი მისი წარმომადგენლის, იაროსლავა ბაბიჩის ფორუმის ერთ-ერთ პანელში მონაწილეობის შესახებ.

სტატიები ფორუმის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე სტატიები გამოქვეყნდა სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებზეც: gov.ge-ს, imtavroba.ge-ს და Mfa.gov.ge-ს ვებ გვერდებზე.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პანელური დისკუსია - “ფართომასშტაბიანი აქციები სომხეთსა და საქართველოში: რა ხდება?”

22.05.2024

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024

ინტერვიუ “ესიმდე”-ს დამფუძნებელთან ყირგიზეთში “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ

20.05.2024

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023