სალექციო კურსი - კარგი მმართველობა საქართველოში

სიახლეები | ტრენინგები 3 დეკემბერი 2015

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლა (GIPA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), და ბრემენის უნივერსიტეტი, სტუდენტებს 2015 წლის დეკემბერში სთავაზობს სალექციო ბლოკ-კურსს „კარგი მმართველობა საქართველოში“, რომელსაც გაუძღვება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი.

 

სალექციო კურსის მიზანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე კარგი მმართველობის განვითარების უახლესი ტენდენციების, საჯარო მმართველობის სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ინიციატივების, მექანიზმებისა და გამოწვევების შესახებ მდგომარეობის მიმოხილვა. სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: 

ლექცია 1: ინფორმაციის თავისუფლება 

ლექცია 2: ელექტრონული მმართველობა 

ლექცია 3: მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ლექცია 4: მამხილებლების დაცვა

 

სალექციო კურსების სერია ტარდება პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სტრატეგიის არსებული გამოწვევებსა და განხორციელების პროცესის კრიტიკული შეფასებით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა სალექციო კურსების სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგეგმება სალექციო ბლოკ-კურსების ჩატარება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს მასშტაბით.

 

მონაწილეთათვის გაიცემა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, IDFI-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. სამ ყველაზე აქტიურ სტუდენტს საჩუქრად გადაეცემათ უახლესი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა.

 

აგრეთვე, ბლოკ კურსის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კურსის თემატიკის გარშემო დაწერონ ნარკვევი და მოიგონ Kindle. პრიზი გადაეცემა ორი საუკეთესო ნარკვევის ავტორს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: g.jabadari@gipa.ge. გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 13 დეკემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

  

სალექციო ბლოკ-კურსი გაიმართება: 

  • 15 დეკემბერს (13:00-15:00 საათი)
  • 18 დეკემბერს (11:00-13:00 საათი)
  • 22 დეკემბერს (13:00-15:00 საათი)
  • 25 დეკემბერს (13:00-15:00 საათი) 

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლა (იეთიმ გურჯის 7ბ), 101-ე აუდიტორია. 

 

სამუშაო ენა: ქართული.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023