საინფორმაციო სესია: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 მაისი 2017

ფოტოს ავტორი დარო სულაკაური

 

2017 წლის 2 მაისს, კლუბ „ლოლიტა“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“.

 

შეხვედრა ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.

 

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოცხადებულ - ვიზუალიზაციისა და სტუდენტური ესეების კონკურსებში მონაწილეობის მსურველები.

 

შეხვედრა გახსნა IDFI-ის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსმა ნინო სარიშვილმა ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო და ეროვნულ მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ გლობალური დღის წესრიგის განხორციელებაში. 

 

შეხვედრის დასასრულს, IDFI-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მერი მახარაშვილმა  მონაწილეებს კონკურსების პირობებისა და წარდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმების შესახებ ესაუბრა.

 

ვიზუალიზაციისა და სტუდენტური ესეების კონკურსები გამოცხადდა 2017 წლის აპრილში. მათი მიზანია ინფორმაციის გავრცელება მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოსთვის მათი მნიშვნელობის შესახებ.  

 

2017 წლის 21 მაისამდე კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ნამუშევრები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: ესე, ფოტო, პოსტერი და გრაფიტის ესკიზი. თითოეული ნამუშევარი უნდა ასახავდეს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს. მონაწილეებს შეუძლიათ, წარადგინონ რამდენიმე ნამუშევარი სხვადასხვა მიზნებზე.

 

გამარჯვებულების გამოცხადება შედგება 2017 წლის ოქტომბერში, მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე. თითოეული გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარიან სასაჩუქრე ბარათს. 20 საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი და 10 საუკეთესო ესე განთავსდება კონკურსების ორგანიზატორთა სოციალურ მედიაში. გრაფიტის საუკეთესო ესკიზის ავტორს შესაძლებლობა ექნება, გადაიტანოს თავისი ნამუშევარი სპეციალურად გამოყოფილ კედელზე თბილისში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023