IDFI-ის რეკომენდაციები 2017-2018 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაზე

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 24 მარტი 2017

ავტორები: მარიამ თუთბერიძე და საბა ბუაძე.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე. 

 

ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავება და სტრატეგიის განახლებაზე მუშაობა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 2016 წლის ნოემბერში დაიწყო პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად. 

 

ამ დროისთვის, გეგმის შემუშავების პროცესს დაეთმო ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის ორი შეხვედრა, რომელშიც სამდივნოსა და პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად არასამთავრობო, საერთაშორისო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჩატარდა ასევე საჯარო კონსულტაციები სტუდენტებთან. 

 

 

IDFI- ის რეკომენდაციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

- „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის“ გათვალისწინებით, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის დაკისრება;

 

- რეგიონული ანტიკორუფციული კონფერენციის გამართვა;

 

- „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა“ (OECD-ACN) და „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) რეკომენდაციების მაქსიმალური ასახვა ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში;

 

- იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ანტიკორუფციული სამმართველოს შექმნა;

 

- სამოქმედო გეგმის ინდიკატორების და რისკების დახვეწა და დაკონკრეტება;

 

- ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფციის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების ან/და პრიორიტეტის დამატება.

 

IDFI მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ასახული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს მომავალში მონიტორინგის პროცესს, დოკუმენტს შესაბამისობაში მოიყვანს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მარტივად დაფარავს ახალ, აქტუალურ საკითხებს და ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობას გახდის კიდევ უფრო ინკლუზიურს. 

 

იუსტიციის სამინისტრო აღნიშნული დოკუმენტების ანტიკორუფციული საბჭოსთვის წარდგენას 2017 წლის აპრილში გეგმავს. სტრატეგიული დოკუმენტების მოწონების შემთხვევაში, ისინი საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება, ხოლო ძალაში მთავრობის დადგენილებით შევა.

 

/public/upload/IDFI_FOTOS_2016/IDFI_Recommendations_Anti_Corruption_Action_Plan_2017_2018.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023