IDFI მიესალმება ფინანსთა სამინისტროს პროაქტიული გამჭვირვალობის ახალ ინიციატივას

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 იანვარი 2015

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ ძალაში შესვლის დღიდან, ინსტიტუტი აქტიურად მოუწოდებს საჯარო დაწესებულებებს არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ მინიმალური კონკრეტული ინფორმაციის საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებით, რომელიც დააკმაყოფილებს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.


საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. ინსტიტუტის შეფასებით ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვებ-გვერდზე უნდა განთავსდეს ყველა ის ფინანსური თუ სხვა საჯარო დოკუმენტი, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე www.mof.ge განათავსა განყოფილება „მიიღე მონაწილეობა გამოკითხვაში“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაუზიაროს საკუთარი შეხედულება სამინისტროს და მიუთითოს თუ დამატებით რა სახის ინფორმაციის ხილვა სურს სამინისტროს ვებ–გვერდზე.

 


IDFI მიესალმება ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ყველა სხვა საჯარო დაწესებულებას, გაიზიაროს აღნიშნული სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტანდარტი, რომელიც გულისხმობს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამატებითი ნუსხის შედგენაში მოქალაქეთა ჩართულობას. ამასთან, ინსტიტუტს მნიშვნელოვნად მიაჩნია დაწესებულებებმა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსონ ყველა ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ყველაზე ხშირად იქნა გამოთხოვნილი მათი უწყებებიდან წლის განმავლობაში. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა, მაღალი ალბათობით, ერთის მხრივ, შეამცირებს ბეჭდური სახით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საჭიროებას, ხოლო, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023