პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების ელექტრონული ფორმატები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 აგვისტო 2015

საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 3.1 ქვე-თავში - პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსება - მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტი დოკუმენტების დიდ ნაწილს PDF ფორმატში ავრცელებს, რაც ხელს უშლის მის შემდგომ გამოყენებას. ამის გამო, სამოქმედო გეგმის ავტორები საქართველოს პარლამენტს დოკუმენტაციის ღია და ადვილად დამუშავებად ფორმატებში მაგ. HTML/MS Word გამოქვეყნებას სთავაზობენ.


მრავალი დაწესებულება აქვეყნებს ინფორმაციას PDF ფორმატში, იმისდა მიუხედავად, რომ ეს ფორმატი შესაძლოა უფრო ნაკლებად ეფექტური და გამოსადეგი იყოს, როგორც გამომქვეყნებლისათვის, ისე მკითხველისთვის. ინფორმაციის გასავრცელებლად PDF (Portable Document Format) საჯარო სტრუქტურებისა თუ მკვლევარების მიერ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი ფორმატია. თუმცა, PDF-ს უპირატესობებთან ერთად, მრავალი ნაკლიც აქვს.


ინტერნეტში განთავსებული PDF-ის დოკუმენტი ფაქტობრივად, საბოლოო ამობეჭდილი დოკუმენტის იდენტურია, ამის გამო ეს ფორმატი საუკეთესოდ არის მიჩნეული იმგვარი დოკუმენტებისთვის, რომლის გადმოწერა თუ ამობეჭდვაც უნდა მომხმარებელს. თუმცა ინტერნეტის საძიებო სისტემებიდან PDF-ში განთავსებული ინფორმაციის მოძიება ძალიან რთულია, რადგან ის არ წარმოადგენს SEO-ოს (Search Engine Optimization) ისეთივე თავსებად ფორმატს, როგორც HTML. ეს კი, მნიშვნელოვნად აფერხებს დაინტერესებული პირის მიერ გარკვეული ინფორმაციის მოძიებას. ამასთანავე, დოკუმენტის შინაარსის, მასში განთავსებული სურათების, გრაფების გაზიარება არ არის პრაქტიკული და მომხმარებელი, ფაქტობრივად იძულებულია მთელი დოკუმენტი გააზიაროს. ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა PDF-ის დოკუმენტის დიდი მოცულობა აღმოჩნდეს პრობლემა.


აღსანიშნავია, რომ PDF-ის ფორმატში დოკუმენტების ნახვისთვის, აუცილებელია პროგრამა Adobe Reader-ის მხარდაჭერა, ხოლო დოკუმენტში ცვლილებების შესატანად, მომხმარებელს უმეტეს შემთხვევაში Adobe Reader-ის ფასიანი პროგრამა სჭირდება.


ამასთანავე, საყურადღებოა, რომ PDF-ის ინტერნეტიდან გადმოწერის შემდეგ, გადმოწერილ დოკუმენტში ვეღარ აისახება ცვლილებები და ვეღარ დაემატება სიახლეები. შესაბამისად, ეს ფორმატი მისი შემდგომი დამუშავების თვალსაზრისით არაპრაქტიკული და რიგითი მომხმარებლისთვის მოუხერხებელია.


სამთავრობო სტრუქტურები ხშირად ავრცელებენ ხელშეკრულებების, მემორანდუმების ასლებს დასკანერებული ფოტოს სახით PDF-ის ფორმატში. ამგვარი დოკუმენტების საძიებო სისტემებით პოვნა კი, შეუძლებელია. შესაბამისად, ამ ტიპის დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის აუცილებელია უფრო თავსებადი ფორმატის გამოყენება, რომელიც მოქალაქეებს დოკუმენტზე წვდომას გაუადვილებს. HTML არის ყველაზე ეფექტური გზა ვებზე არა-ტექსტური ინფორმაციის გავრცელებისთვის, რადგან საძიებო სისტემებს HTML ტაგების მიხედვით შეუძლიათ მიხვდნენ თუ რა თემაზეა კონკრეტული გრაფიკული ფაილი.


PDF-ის უარყოფითი მხარეა, რომ მის გამომქვეყნებელს არ შეუძლია დოკუმენტის მოხმარების სპეციფიკის დადგენა, გარდა იმისა, რომ განსაზღვროს დოკუმენტის გადმოწერის რაოდენობა.


ასევე, აღნიშნული ფორმატი პრობლემატურია ციფრულ რეჟიმში კითხვისას, რამდენადაც PDF არ წარმოადგენს ვებ-გვერდს და არ არის გადამუშავებადი პროდუქტი, რთულია ტექნიკურ მოწყობილობებზე ამ ფორმატში კითხვა და დოკუმენტში ნავიგაცია. თუმცა, PDF ხელსაყრელია საინფორმაციო ბიულეტინის შექმნისას, ვინაიდან ეს უკანასკნელი ბეჭდურ ვერსიაზეა გამიზნული.


მეორეს მხრივ, ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმატი - HTML (HyperText Markup Language) გამომქვეყნებლისა და ონლაინ მკითხველისათვის ძალიან პრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს.


უპირველეს ყოვლისა, HTML უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი ფორმატია ვიდრე PDF, რამდენადაც HTML დოკუმენტის გახსნისთვის მხოლოდ ვებ-ბრაუზერის ფანჯარას საჭიროებს. რაც მთავარია, HTML-ში განთავსებული ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საძიებო სისტემებში PDF-ზე ბევრად უფრო მარტივია.


აღსანიშნავია ის მახასიათებელი, რომ HTML-ის ტექსტის ანალიზზე დაყრდნობით გამომქვეყნებელს შეუძლია მომხმარებლის ინტერესის გათვლა. ეს მახასიათებელი მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ HTML საშუალებას იძლევა დავადგინოთ, თუ რომელ გვერდზე რამდენი დრო დაჰყო მკითხველმა, კონკრეტულად რა ნაწილს ჩაუღრმავდა იგი და შესაბამისად, გავიგოთ, თუ რა ინფორმაციაა მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით რელევანტური საკითხი უნდა იყოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა თუ სხვა სამთავრობო ინსტიტუტებისათვის, რამდენადაც HTML ეხმარება გამომქვეყნებელს საკუთარი მკითხველის, თემის თუ საზოგადოების უკეთ გაცნობაში და მათთვის კონკრეტული ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრაში.


ასევე, HTML საშუალებას იძლევა, ტექსტში აღნიშნული იყოს ე.წ. ჰიპერტექსტები. ხოლო HTML-ის დოკუმენტის ვიზუალურ მხარესა თუ ნაბეჭდის სტილს, გამომქვეყნებელი განსაზღვრავს, რადგან HTML-ს PDF-სგან განსხვავებით არ აქვს წინასწარ განსაზღვრული, ფორმატში ჩადებული ვიზუალური ელემენტები.


ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ PDF-ის ფორმატი უფრო ხელსაყრელია ბეჭდვისათვის, ხოლო HTML უფრო პრაქტიკულ, ადვილად დამუშავებად და ადვილად საძიებო ფორმატს წარმოადგენს ინტერნეტ-სივრცეში. საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 3.1 ქვე-თავში მითითებული ვალდებულება - პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსებაზე, 2016 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულებით პარლამენტის ვებ-გვერდზე PDF ფორმატში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მინიმუმამდე დაყვანა გაამარტივებს მოქალაქეთა წვდომას დოკუმენტაციაზე და ხელს შეუწყობს საპარლამენტო ინფორმაციის უკეთ აღქმასა და შემდგომ გამოყენებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024