IDFI-ის საჯარო დისკუსია - დიალოგი კერძო სექტორთან კანონპროექტების მომზადების დროს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 ივლისი 2017

2017 წლის 12 ივლისს IDFI- ის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე - „კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტების მომზადების ადრეულ ეტაპებზე“.

 

ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების 30-ზე მეტი წარმომადგენელი. მისი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება კანონპროექტების შემუშავების დროს კერძო-საჯარო დიალოგის საჭიროებაზე.


შეხვედრა გაიხსნა 2016 წელს IDFI-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციით. მომხსენებლებმა განიხილეს კერძო-საჯარო დიალოგის პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში, ყურადღება გაამახვილეს ამგვარი დიალოგის აუცილებლობაზე კანონპროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე და წარმოადგინეს დიალოგის გაუმჯობესების რეკომენდაციები.


დისკუსიის მეორე ნაწილი მიეძღვნა IDFI-ის მიერ გამოვლენილ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს, რომლებიც წარმოადგინეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და გარემოს დაცვის სამინისტრომ:


1. საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ - IDFI-ის მონიტორინგის მიხედვით, კანონპროექტი მომზადების ყველა ეტაპზე დიალოგის მაღალი დონით გამოირჩეოდა.


2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი - საბოლოო შეფასება მონიტორინგის მიმდინარე პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ღონისძიება დასრულდა კითხვა-პასუხით და მომხსენებლების მიერ წამოჭრილი თემების აქტიური განხილვით. მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს IDFI-ისა და G4G-ის, ამ მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევისთვის.


დისკუსია არის ნაწილი IDFI-ის პროექტისა „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“, რომლის მიზანია, შეაფასოს კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენის მქონე კანონპროექტების შემუშავების პროცესში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია USAID-ის პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში (G4G)“.

 

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023