სემინარი თემაზე - ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა

სიახლეები 12 ივლისი 2012

2012 წლის 6 ივლისს სასტუმრო „ბეთსიში“ მასმედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე - „ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა“.

 

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის - „მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების, პროფესიონალიზმის და პლურალიზმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. 

შეხვედრა გახსნეს ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა ბათუ წულუკიანმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თამჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების ისტორიაზე, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კანონმდებლობაზე და თანამედროვე ტენდენციებზე. 

ინფორმაციის თავისუფლების ქართულ კანონმდებლობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სასამართლო პრაქტიკაზე სემინარის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა ლევან ავალიშვილმა.

საჯარო დაწესებულებებიდან სასურველი ინფორმაციის დროულად და სრულყოფილი ფორმით მიღება ხშირად ძალიან რთულია. ეს უმეტესწილად დამოკიდებულია მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსზე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც აადვილებს ინფორმაციის მიღებას. პირველ რიგში აუცილებელია კანონით განსაზღვრული უფლებების ცოდნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოთხოვნის სწორად და გარკვევით ფორმულირებას. აუცილებელია ასევე განცხადების შედგენისას დავიცვათ გარკვეული სტანდარტი. 

დისკუსია გაიმართა ზოგადად საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციის თავისუფლების კუთხით. იმ პრობლემებზე, რომლებსაც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან ჩვეულებრივი მოქალაქეები აწყდებიან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას და ასევე იმ მიღწევებზე, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების ოფიციალურ ვებ-გერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებას ეხება.

ქართველ ჟურნალისტებს გამოცდილება გაუზიარა და ბულგარეთში ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული კანონმდებლობის და ბულგარელი ჟურნალისტების მიერ მისი გამოყენების შესახებ მოუთხრო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის (Access to Information Program) სამართლებრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კაშუმოვმა. 

 

სემინარზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა “ - ჩვენება, რომელშიც წარმოდგენილი იყო 5 ისტორია ბულგარელი ჟურნალისტების მიერ წარმატებით განხორციელებული ჟურნალისტური გამოძიებების შესახებ.

ქართული მედიის გამოცდილებაზე და თავისუფალი, აქტიური და ჯანსაღი მედიის როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დამსწრე საზოგადოებას გაზეთ “რეზონანსის” მთვარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ესაუბრა. აქტიური განხილვის საკითხი იყო ასევე „Must-carry”-ის თემა. სემინარი მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ბეჭდური ასევე ინტერნეტ მედიის და ტელევიზიის ჟურნალისტებმა და იურისტებმა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024