დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ბლოგპოსტები 30 მაისი 2023

2006 წელს დაწყებული რუსული ემბარგოს, ხოლო შემდეგ ომის შედეგად რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრმა შემცირებამ, საქართველოს ეკონომიკა არათუ ჩამოანგრია, არამედ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დივერსიფიცირებას სერიოზული ბიძგი მისცა, რაც ქვემოთ არის აღწერილი. ამ დივერსიფიცირებისთვის შეუცვლელი იყო დასავლური ტექნიკური დახმარება.

 

ქვეყანამ ახალი სავაჭრო პარტნიორები შეიძინა, ხოლო ძველ სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობა გაზარდა. ამ მასშტაბით დივერსიფიცირებას სხვა თანაბარ პირობებში ვერ მივაღწევდით. თუმცა 2013 წლიდან საგრძნობლად იზრდება რუსეთთან ვაჭრობის წილი. ეს გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს, რაც ართულებს  დივერსიფიცირების ამოცანას.

 

ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება ქვეყნისთვის, ცხადია, მოკლევადიანი შოკი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს გაცილებით უფრო პროგნოზირებადი და მომგებიანი ბაზრების ფორსირებულად  ათვისებას. ამ დივერსიფიცირების გარეშე კი ვერ მივაღწევთ საშუალოვადიან პერიოდში ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას.

 

თუ ერთხელ მოვახერხეთ დივერსიფიცირება, რატომ ვერ მოვახერხებთ ახლა?

 

ექსპორტის დივერსიფიცირების გამოცდილება

 

- 2005-2011 წწ. ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა 17.76%-დან 1.67%-მდე ($117 მილიონით, $153.7 მილიონიდან $36.6  მილიონამდე)  

 

- სანაცვლოდ 2005-2011 წწ. გაიზარდა ექსპორტი:

 

- აზერბაიჯანთან 9.64%-დან 19.48%-მდე ($342.5 მილიონით,  $83.4 მილიონიდან $425.9 მილიონამდე)

- სომხეთთან 4.59%-დან 10.19%-მდე ($183.1 მილიონით, $39.7 მილიონიდან $222.8 მილიონამდე) 

- აშშ-სთან 3.09%-დან 6.56%-მდე ($116.8 მილიონით, $26.7 მილიონიდან $143.5 მილიონამდე) 

- უკრაინასთან 4.27%-დან 6.46%-მდე ($104.3 მილიონით, $36.9 მილიონიდან $141.2 მილიონამდე)

 

- 2013 წლიდან კი ექსპორტში რუსეთის წილი 1.97%-დან 2017 წ. 14.49%-მდე იზრდება ($351.1 მილიონით, $46.8 მილიონიდან $397.9 მილიონამდე)

 

 

გრაფიკი 1: ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში 2004-2022 წწ.

წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

 

გრაფიკი 2: საქართველოს ექსპორტის მოცულობა ქვეყნების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი), 2004-2022 წწ.

წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

იმპორტის დივერსიფიცირების გამოცდილება

 

- 2006-2011 წწ. ემბარგოს და ომის გამო რუსეთის წილი იმპორტში შემცირდა 15%-დან 5%-მდე ($167.4 მილიონით, $555.4 მილიონიდან $388.0მილიონამდე)

 

- სანაცვლოდ 2006-2011 წწ.

- იმპორტში თურქეთის წილი გაიზარდა 14%-დან 18%-მდე ($756.1 მილიონით, $522.6 მილიონიდან $1,278.7 მილიონამდე)

- იმპორტში ჩინეთის წილი გაიზარდა 3%-დან 7%-მდე ($424.4 მილიონით, $103.3 მილიონიდან $527.7 მილიონამდე)   

 

- 2012 წლიდან კი რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი საიმპორტო ქვეყნის წილი კვლავ იზრდება. 2012-2022 წწ. რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში გაიზარდა 6%-დან 14%-მდე ($1,358.7 მილიონით, $476.9 მილიონიდან $1,835.6 მილიონამდე)

 

- 2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების მიხედვით, კი რუსეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს 14%-იანი წილით ($622.3 მილიონი).

 

 

გრაფიკი 3: ქვეყნების წილი საქართველოს იმპორტში 2004-2022 წწ.

წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

 

გრაფიკი 4: საქართველოს იმპორტის მოცულობა ქვეყნების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი), 2004-2022 წწ.

წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ფასი

 

რუსეთთან გაზრდილმა ვაჭრობამ და რუსული კაპიტალის ინექციებმა (რუსეთის მოქალაქეების ხარჯვა და დეპოზიტები) მოგვცა მოკლევადიანი ფისკალური და მონეტარული ეფექტი, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას სერიოზული რისკები ახლავს, რაც მნიშვნელოვნად გადაწონის ამ მოკლევადიან ეფექტს, კერძოდ:

 

საერთაშორისო პარტნიორების შერყეული ნდობა: ნდობის შერყევის მიზეზია რუსეთთან ქვეყნის სავაჭრო შუამავლობასთან დაკავშირებული ეჭვები, რის საფუძველსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმპორტის მკვეთრად გაზრდილი მონაცემები აძლევს.რთულად წარმოსადგენია ქვეყნის ეკონომიკას წლიდან წლამდე ამდენით მეტი საქონელი დასჭირდეს:

 

 

 

გრაფიკი 5: საქართველოში ჯამური იმპორტის ზრდა 10 უმსხვილესი სასაქონლო პოზიციის მიხედვით, 2021-2022 წწ.

შენიშვნა: საფრენი აპარატები მოიცავს ვერტმფრენებს, თვითმფრინავებს, კოსმოსური აპარატებს (თანამგზავრების ჩათვლით), სატელეკომუნიკაციო სატელიტები და სხვა

წყარო: საქსტატი, IDFI

 

რეექსპორტი: 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა რეექსპორტი მესამე ქვეყნებში, კერძოდ

 

- 87%-ით მეტი  მსუბუქი ავტომობილი ($935.4 მილიონიდან $1,756.1 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), საიდანაც შესაძლოა გარკვეული წილი რუსეთში გაედინებოდეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 23.3%- ით ($171 მილიონით, $732.8 მილიონიდან, $903.8 მილიონამდე).

 

 

 

 

გრაფიკი 6: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 2022 წ. (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

- 62.4%-ით მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($823 მილიონიდან $1,336 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), რაც მესამე ქვეყნებში გაედინება. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ნავთობის გასაღებაში ვეხმარებით, იმ დროს როცა სანქციების გამო მყიდველები დაკარგეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 5.3 ჯერ ($43.3 მილიონით, $8.1 მილიონიდან $51.4 მილიონამდე).

 

 

გრაფიკი 7: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეექსპორტი 2022წ. (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

- 43.2%-ით მეტი სატელეფონო აპარატი ($225.9 მილიონიდან $323.6 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი). 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 18.2 ჯერ ($20.1 მილიონით, $1.1 მილიონიდან $21.2 მილიონამდე).

 

გრაფიკი 8: სატელეფონო აპარატების რეექსპორტი 2022 წ.  (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი, IDFI

 

სხვა პროგნოზირებადი და გაცილებით უფრო მომგებიანი ბაზრების ვერათვისება: იმ სტრუქტურული პრობლემების გახანგრძლივება, რის გამოც ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი თუ პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმების შესაძლებლობებს ვერ ვითვისებთ. როცა ქვეყანა ერთ ალტერნატივას ირჩევს, სხვა ალტერნატივის არჩევის საშუალებას კარგავს. ეს არის ის, რასაც ეკონომიკაში ალტერნატიულ ღირებულებას ეძახიან.

 

დამოკიდებულების ზრდა უმდაბლესი მოთხოვნების ბაზარზე: რუსეთი მსოფლიოში ყველაზე პოლიტიკურად მოტივირებული და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადი ბაზარია, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უამრავი ქართველი მწარმოებელი „გააზარმაცა“ და სტანდარტები დაუწია, რაც პირდაპირ აისახება ნორმალურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023