სად შეიძლება სეტ ტოპ ბოქსების შეძენა შიდა ქართლში?

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 8 ივლისი 2015


გორში, ხაშურში, ქარელში, კასპში, დუშეთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ივლისს ანალოგური სიგნალი ითიშება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას, რომელიც მაუწყებლობას სახლის ანტენით იღებდა, ტელეარცების მისაღებად დამატებითი მოწყობილობა - სეტ ტოპ ბოქსი დასჭირდება, თუ ტელევიზორი არ არის ადაპტირებული DVB-T2 სტანდარტთან.


სიგნალის გამორთვამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელებმა 6 ივლისს შეხვედრა გამართეს გორისა და ხაშურის მოსახლეობასთან. შეხვედრაში მონაწილეობდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)ანალიტიკოსი ნატა ძველიშვილი.


მათ ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის შესახებ, აუხსნეს თუ ვის მოუწევს დამატებითი ტექნიკის შეძენა და როგორ უნდა მიუერთონ სეტ ტოპ ბოქსი ტელევიზორს. მოქალაქეების მთავარი უკმაყოფილება რესივერების ფასს უკავშირდება. მათი თქმით, ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ საშუალოდ 60 ლარი გადაიხადონ სეტ ტოპ ბოქსის შესაძენად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით,მიმდინარეობს მუშაობა ბანკებთან, რომ რესივერების განვადებით შეძენის შემთხვევაში დაბალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზონ მომხმარებელს.


ციფრული სიგნალის მისაღებად რეკომენდირებულია სახლის სახურავზე განთავსებული მეტრულ დეციმეტრული ანტენა. ტელევიზორთან ანტენისა და სეტ ტოპ ბოქსის მიერთების შემდეგ მომხმარებლისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება 30-მდე ქართული ციფრული არხი, მათ შორის ადგილობრივი ტელეკომპოანიები - „დია“ და „თრიალეთი“. ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად უკვე გადავიდა თბილისი, რუსთავი, საგარეჯო, გარდაბანი და მიმდებარე ტერიტორიები.


IDFI-ის ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში მხოლოდ გორსა და ხაშურში არსებულ სამომხმარებლო ტექნიკისმაღაზიებში იყიდება სეტ ტოპ ბოქსები. მათი ფასი 55 ლარიდან იწყება. მაღაზიებში ძირითადად TV Star -ის მიერ წარმოებული მოდელებია წამოდგენილი. რესივერების იმპორტიორი კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 8 ივლისის მდგომარეობით, გორსა და ხაშურში არსებულ მაღაზიებში უკვე გაყიდულია 10 000 ცალზე მეტი სეტ ტობ ბოქსი.

 

ქვემოთ მოცემულია იმ მაღაზიების შესახებ ინფორმაცია, სადაც სეტ ტოპ ბოქსები იყიდება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024